პრესბურგის საზავო ხელშეკრულება (1805)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პრესბურგის საზავო ხელშეკრულება.

პრესბურგის საზავო ხელშეკრულება — საზავო ხელშეკრულება საფრანგეთსა და ავსტრიას შორის. დაიდო 1805 წლის 26 დეკემბერს პრესბურგში, აუსტერლიცის ბრძოლაში ავსტრიის სამხედრო განადგურების შემდეგ. პრესბურგის საზავო ხელშეკრულების მიხედვით, ავსტრია ცნობდა საფრანგეთის მიერ დაპყრობილ ყველა ტერიტორიას იტალიაში, დასავლეთსა და სამხრეთ გერმანიაში. უთმობდა ნაპოლეონს ვენეციის ოლქს, ისტრიასა და დალმაციას. აძლევდა ნაპოლეონს ახალ მოკავშირეებს ბავარიას, ვიურტემბერგსა და ბადენს. უხდიდა საფრანგეთს 40 მლნ. ფლორინ კონტრიბუციას. კომპენსაციის სახით ავსტრია იღებდა უმნიშვნელო ტერიტორიას ზალცბურგს, ბერხტესგადენის სამთავროს და ვიურცბურგს.

სასახლე ბრატისლავაში (პრესბურგში) სადაც დაიდო ზავი.

ლიტერატურა

რედაქტირება