პრანწია
პრანწია (Vanellus vanellus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. პრანწიას სხეულის სიგრძე 30 სმ, მასა 200 გრამს აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. ზამთრობს ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას (მარტი, ოქტომბერი), ნაწილი ზამთრობს, მეტწილად კოლხეთის დაბლობზე. ბუდობს ბალახიან ჭაობებზე, ველ-მინდვრებზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, დებს 4 კვერცხს. კრუხობს უმთავრესად დედალი, 27-29 დღე-ღამე. იკვებებიან მწერებით, წვრილი უხერხემლოებით, ზოგჯერ მარცვლეული კულტურებით.
პრანწია | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Vanellus vanellus | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 22693949 | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 179.