პრაიმერი (ინგლ. primer) — ნუკლეინის მჟავის (ოლიგონუკლეოტიდის) მოკლე ფრაგმენტი, რომელიც კომპლემენტარულია დნმ-ან რნმ-სამიზნისა და წარმოადგენს გამშვებს (სინთეზის დამწყებს) კომპლემენტარული ჯაჭვის სინთეზისა, რომელიც ხორციელდება დნმ-პოლიმერაზის (დნმ-ის რეპლიკაციისას) მეშვეობით. დამშვები ესაჭიროებათ დნმ-პოლიმერაზებს ახალი ჯაჭვის სინთეზის ინიციაციისთვის, პრაიმერის 3'-ბოლოდან (ჰიდროქსილის ჯგუფიდან). დნმ-პოლიმერაზა პრაიმერის 3'-ბოლოს თანმიმდევრობით უმატებს ნუკლეოტიდებს, რომლებიც მატრიცული ჯაჭვის კომპლემენტარულია[1][2]. დნმ-ის რეპლიკაციის უმეტეს შემთხვევაში დნმ-ის სინთეზის პრაიმერს წარმოადგენს რნმ-ის მოკლე ფრაგმენტი. ამგვარი რიბონუკლეოტიდური პრაიმერი იქმნება ფერმენტ პრაიმაზას მიერ და საბოლოოდ ჩანაცვლდება დეზოქსირიბონუკლეოტიდური პოლიმერაზით, რომელიც ასრულებს რეპარაციის ფუნქციებს[2].

დნმ-ის რეპლიკაცია. რნმ პრაიმერი აღნიშნულია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Кнорре Д. Г., Мызина С. Д., Биологическая химия, 3, Москва: Высшая школа, 2000. 7000 ეგზ., ISBN 5060037207.
  2. 2.0 2.1 Глик Б., Пастернак Дж., Молекулярная биотехнология. Принципы и применение, Москва: Мир, 2002, ISBN 5030033289.