პორტ-ისააკი
პორტ-ისააკი (კორნიშ. Porthusek) — მეთევზეთა პატარა, თვალწარმტაცი სოფელი ინგლისში, ჩრდილოეთ კორნუოლის ატლანტის სანაპიროზე. უახლოესი ქალაქებია უეიდბრიჯი და კემელფორდი, რომლებიც რამდენიმე მილის დაშორებით მდებარეობს. პორტ-ისააკს ხშირად შეცდომით აკუთვნებენ ახლომდებარე სოფელ პორტ-გავერნს, რომელსაც საკუთარი ისტორია გააჩნია. სახელი Porth Izzick (შეცვლილი ინგლისური მართლწერით) „მარცვლეულის პორტს“ ნიშნავს და მიუთითებს ხორბლით ვაჭრობაზე უფრო შიდა რაიონებიდან. 1980-იანი წლებიდან, სოფლის ფონს ხშირად იღებენ სხვადასხვა ტელე-პროდუქციაში, მათ შორისაა სერიალი „დოქტორ მარტინი“.
სოფელი | |
---|---|
პორტ-ისააკი Port Isaac | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ქვეყანა | ინგლისი |
საბჭო | კორნუელი |
კოორდინატები | 50°36′00″ ჩ. გ. 4°50′00″ დ. გ. / 50.60000° ჩ. გ. 4.83333° დ. გ. |
მოსახლეობა | 721 |
სატელეფონო კოდი | 01208 |
საფოსტო ინდექსი | PL29 |
ოფიციალური საიტი | http://www.portisaac-online.co.uk/ |
ისტორია
რედაქტირებაპორტ-ისააკის ნავსადგომი მეფე ჰენრი VIII-ის მმართველობის დროს აშენდა. სოფლის ცენტრი XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება. ამ პერიოდში, მის კეთილდღეობა ტვირთების გადაზიდვასა და მეთევზეობაზე იყო დამოკიდებული. ძირითადად გადაზიდავდნენ ქვანახშირს, მერქანს, ქვას, მადნეულს, კირქვას, მარილს, კერამიკას და ა. შ. სარდინაზე თევზაობა აქ ჯერ კიდევ XVI საუკუნემდე დაიწყო და 1850 წლისთვის რეგისტრირებული იყო 49 სათევზაო ნავი და თევზის 4 სარდაფი.[1]
რელიგიური ადგილები
რედაქტირება1882-1884 წლებში აშენდა წმინდა პეტრეს ეკლესია, რომელიც წმინდა ენდელიონის სამწყსოს მიეკუთვნებოდა. 1913 წელს პორტ-ისააკი მას დამოუკიდებელი სამწყსოს სახით გამოეყო, თუმცა ბოლო წლებში კვლავ მას დაუბრუნდა. ეკლესია ადრეულ ინგლისურ სტილში ააგეს და მშენებლობისას გრანიტი და ქვა გამოიყენეს.[2]
სოფელში სამი ნონკონფორმისტული სალოცავი იყო, მათ შორის უძველესია კვაკერების სახლი (1806); 1832 წლიდან მას ბაპტისტები იყენებდნენ, მაგრამ 1871 წელს საცხოვრებელ სახლად გადაიქცა. 1946 წელს აშენდა მეთოდისტების სამლოცველო.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Port Isaac Info site - Weather, History, Photos, Videos... დაარქივებული 2012-06-14 საიტზე Wayback Machine.
- პორტ-ისააკი Open Directory Project-ზე დაარქივებული 2012-11-08 საიტზე Wayback Machine.
- Information on lifeboat station
- Cornwall Record Office Online Catalogue for Port Isaacდაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Clegg, David (2005) Cornwall & the Isles of Scilly. Leicester: Matador; pp. 63-64
- ↑ 2.0 2.1 Port Isaac article in Genuki. Genuki. ციტირების თარიღი: 7 May 2010.