პორტუგალიური ნაგაზი

პორტუგალიური ნაგაზი (პორტ. Cão da Serra de Aires) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია პორტუგალიაში XIX საუკუნეში.

პორტუგალიური ნაგაზი
წარმოშობის ქვეყანა პორტუგალია
თვისებები
წონა 12-18 კგ.
სიმაღლე 41-56 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ეს კომპაქტური ძაღლი შესანიშნავი მეცხვარე და მოდარაჯეა. ჯიში, როგორც ჩანს, სათავეს იღებს პორუგალიის სამხრეთ რაიონებიდან შემოყვანილი ბრიარებისგან, რომლებიც შემდეგ შეაჯვარეს ადგლიობრივ მთის ძაღლებთან, შესაძლოა, კატალონიურ ნაგაზთან. XX საუკუნის უმეტესი ნაწილი ნაგაზები იყვნენ სამხრეთ პორტუგალიის მწყემსების თანმხლებლები, მაგრამ 1970 წელს ისინი თითქმის მთლიანად გადაშენდნენ. მათი ბალნის სილამაზემ და მეგობრულობამ საშუალო კლასის ძაღლების მოყვარული პორტუგალიელების ყურადღება მიიქცია, ამის წყალობით დღესდღეობით ჯიში გადარჩენილია. ეს შესანიშნავი ცხოველი ადვილად იწვრთნება და დამჯერია, კეთილადაა განწყობილი ბავშვების და სხვა ძაღლების მიმართ, არასოდეს იღრინება და იკბინება, თუ არ გააღიზიანეთ.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიური ნაგაზი ქვეყნის გარეთ პრაქტიკულად უცნობია - ეს კლასიკური ძაღლია, რომელიც საერთაშორისო აღიარებას იმსახურებს. გრძელი ბალანი ფარავს მის სხეულს, მათ შორის, წინა და უკანა ფეხებს და კუდს. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ყვითელი, ხორბლისფერი, ნაცრისფერი, ყავისფერი, შავი. აქვს ძლიერი, სწორი წინა ფეხები, საშუალო ზომის ყურები, მუქი თვალები, წვერები. კარგად უძლებს სიცივეს, მის ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება