კატალონიური ნაგაზი

კატალონიური ნაგაზი (ესპ. Pastor catalán) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი ესპანეთში XVIII საუკუნეში.

კატალონიური ნაგაზი
წარმოშობის ქვეყანა ესპანეთი
თვისებები
წონა მამრი 20−25 კგ.
მდედრი 17–21 კგ.
სიმაღლე მამრი 47−55 სმ.
მდედრი 45−53 სმ.
ბეწვი ხორბლისფერი,
ნაცრისფერი,
შავი,
ჟღალი,
ვეფხვისებრი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ეს ძაღლი, როგორც ჩანს, პორტუგალიურ ნაგაზს ენათესავება და ახლოსაა გრძელბალნიან პირენეულ ნაგაზთან. კატალონიური ნაგაზის სტანდარტი შეადგინეს 1929 წელს ორი ძაღლის ტაკასა და აირისის ექსტერიერის საფუძველზე. წვერ-ულვაშიანი, მხიარული და დამჯერი კატალონიური ნაგაზის პოპულარობა სულ უფრო მატულობს როგორც თავად კატალონიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა ამ მუშა ძაღლის მოკლებალნიანი ვარიანტი — გოს დატურა სერდა (პერო დე პასტორ, ან კატალან დე პელო კორტო), დღესდღეობით იმდენად იშვიათია, რომ გაქრობა ემუქრება.

მცირე ზომების და ადვილად შეგუების უნარის წყალობით კატალონიური ნაგაზი კარგია ბინაში საცხოვრებლად, თუმცა ამ ჯიშის ზოგიერთი წარმომადგენელი დამოუკიდებელ ხასიათს ავლენს. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება მენჯ-ბარძაყის სახსრის დიპლაზია.

კატალონიურ ნაგაზს აქვს გრძელი, დატალღული ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს ხორბლისფერი, ნაცრისფერი—თეთრით, შავი, ჟღალი—თეთრით, შავი—ჟღალით, ვეფხვისებრი. ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. კარგად უძლებს სიცივეს. ადვილად ეგუება ქალაქის პირობებს. ადვილად იწვრთნება. სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. ყურები გრძელი ბალნითაა დაფარული, მუქ ქარვისფერ თვალებს მეტყველი გამოხედვა ახასიათებთ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება