პორტალი:ძველი რომი/ამ თვეს/მარტი
- ძვ. წ. 241: 10 მარტი : პირველი პუნიკური ომი უკანასკნელი ეგატის კუნძულებთან ბრძოლა, რომელმაც განაპირობა რომის გამარჯვება.
- ძვ. წ. 44 : 15 მარტი : რომის რესპუბლიკის დიქტატორი, იულიუს კეისარი, სასიკვდილოდ დაჭრეს მარკუს ბრუტუსმა, გაიუს კასიუს ლონგინუსმა, დეციმუს იუნიუს ბრუტუს ალბინუსმა და კიდევ რამდენიმე რომაელმა სენატორმა მარტის იდებზე.
- 161 : 7 მარტი : იმპერატორი ანტონინუს პიუსის გარდაცვალების შემდეგ, მარკუს ავრელიუსი და ლუციუს ვერუსი რომის იმპერიის თანამმართველობაზე თანხმდებიან, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო რომის ისტორიაში.
- 238 : 22 მარტი : გორდიანუს I და მისი ვაჟი გორდიანუს II რომის იმპერატორებად გამოაცხადეს.
- 321 : 7 მარტი : რომის იმპერატორი კონსტანტინეს განკარგულებით კვირა (მზის დღე) უქმე დღედ გამოცხადდა.
- 364 : 28 მარტი : რომის იმპერატორმა ვალენტინიანუს I-მა თავისი უმცროსი ძმა ვალენსი თანამმართველად დანიშნა.