გროსადმირალი კარლ დენიცი
გროსადმირალი კარლ დენიცი

კარლ დენიცი (გერმ. Karl Dönitz) (დ. 16 სექტემბერი, 1891, გრიუნაუ (ბერლინი), გერმანია — გ. 24 დეკემბერი, 1980, აუმიულე (ჰამბურგი), გერმანია) — გერმანელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გროსადმირალი, მესამე რაიხის სამხედრო საზღვაო ძალების (Kriegsmarine) მთავარსარდალი მეორე მსოფლიო ომში, ჰიტლერის სიკვდილის შემდგეგ მისი მემკვიდრე რაიხსპრეზიდენტისა და ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე 1945 წლის მაისში.

დასაწყისი რედაქტირება

1910 წლის 1 აპრილს დენიცი გერმანიის საიმპერიო საზღვაო ფლოტის კადეტი გახდა. სასწავლო პრაქტიკა მან კრეისერ «ჰერთა»-ზე და ფლენსბურგის საზღვაო სკოლაში გაიარა. 1912 წლის 1 ოქტომბერს იგი გამწესებულ იქნა კრეისერ «ბრესლაუ»-ზე ამსახუროს, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ცურავდა. 1913 წელს მას ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა.

  • 01.04.1910-31.03.1911 - პირველადი პრაქტიკა კრეისერ «ჰერთა»-ზე
  • 01.04.1911-30.09.1912 - საზღვაო სკოლა და სპეცპრაქტიკა

პირველი მსოფლიო ომის დაწყებას დენიცი მცირე ზომის კრეისერ «ბრესლაუ»-ზე შეხვდა. კრეისერი ფორმალურად თურქეთის მიერ იყო ნაყიდი, მისი დროშის ქვეშ ცურავდა »მიდილი»-ს სახელით და იბრძოდა რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ შავ ზღვაში.

სრულად...