ოლიმპიაშტადიონი (გერმ. Olympiastadion) — სტადიონი მიუნხენში, მდებარეობს მიუნხენის "ოლიმპიაპარკის" ცენტრში, სტადიონი აშენებულია 1968- 1972 წლებში, 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის. სტადიონზე ეტევა 69,250 მაყურებელი. უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი სტადიონი.

სტადიონზე გაიმართა 1974 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის და 1988 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატების ფინალური შეხვედრები. სტადიონზე გაიმართა 1979 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრა, ასევე 1993 და 1997 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრები.

2005 წლამდე სტადიონზე საშინაო მატჩებს მართავდნენ მიუნხენის ბაიერნი და მიუნხენ 1860.