- ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის გახსნისას დიდი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის და საზოგადო მოღვაწის ღვაწლზე და დამსახურებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ილაპარაკა. გახსნას სამღვდელოების წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. (რადიო თავისუფლება)
- „ეროვნული ფორუმისა“ და სახალხო კრების წარმომადგენლები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და მასში ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებს განსაკუთრებული ზომები არ მიუღიათ; რუსთაველის გამზირი კი, ხალხის სიმრავლის გამო გადაკეტილია. (რადიო თავისუფლება)
|