ეკვადორმა პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ აღიარა პალესტინა, „როგორ თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო 1967 წლის საზღვებში.“ დეკემბრის დასაწყისში პალესტინა ასევე სცნო ბრაზილიამ, არგენტინამ და ურუგვაიმ, რასაც ისრაელის მხრიდან მკაცრი საყვედური მოჰყვა. (რადიო თავისუფლება)