ვენესუელამისრაელთან 15 იანვარს დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა ღაზას სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო. ამ ნაბიჯის მიზეზად „ისრაელის ხელისუფლების მხრიდან პალესტინელი ხალხის სასტიკი დევნა“ დასახელდა. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ისრაელთან დიპ. კავშირი ბოლივიამაც გაწყვიტა. ქვეყნის პრეზიდენტმაევო მორალესმა თავის გამოსვლაში ისრაელის ქმედებებს „სასტიკი დანაშაული უწოდა კაცობრიობის წინააღმდეგ“. Lenta.ru
ორი სინაგოგა შებღალეს ბოლო ორი დღის განმავლობაში საფრანგეთში. ლილში, საფრანგეთის ჩრდილოეთით, ვანდალებმა სინაგოგის კედლები სვასტიკებით მოხატეს და მინები ჩაამსხვრიეს. ქვეყნის აღმოსავლეთით, მულიუზში სამოდელო სახლი ანტიებრაული ლოზუნგებით ააჭრელეს, მათ შორის, „გაუმარჯოს პალესტინას“, „სიკვდილი ისრაელს“, ასევე უცენზურო ვარიანტი გამონათქვამისა „ჯანდაბას საფრანგეთი“, თან, ორთოგრაფიული შეცდომებით. ასოების სიმაღლე 80 სანტიმეტრამდე იყო. გამოძიებას იმედი აქვს, რომ შენობებზე დაყენებული ვიდეოკამერები დამნაშავეების პოვნაში დაეხმარება სამართალდამცველებს. Yahoo News
შრი-ლანკასარმიამ14 იანვარს სრული კონტროლის დამყარება შესძლო კუნძულ ჯაფნაზე, სადაც 25 წლის განმავლობაში სეპარატისტული მოძრაობა „თამილ-ილამის გამათავისუფლებელი ვეფხვების“ საყრდენი პუნქტები იყო. თამილის მებრძოლები მთელი ამ ხნის განმავლობაში კუნძულზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ცდილობენ. შრი-ლანკას ჯარებმა ჯაფნაზე თამილის მებრძოლთა ერთადერთი შემორჩენილი ბაზა - სოფელი შუნდიკულამი გაანადგურეს. ცოტა ხნით ადრე შრი-ლანკის ჯარმა თამილთა არაოფიციალური დედაქალაქი კილინოჩი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სპილოს უღელტეხილი დაიკავა. როგორც შრი-ლანკის სარდლობა აღნიშნავს, ბოლო დღეებში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების შედეგად, არც ერთი ჯარისკაცი არ დაუკარგავს. ბოლო 25 წლის მანძილზე ორივე მხრიდან 70 ათასამდე ადამიანია დაღუპული. BBC
2008 წელს კონიაკზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით 6,2 %-ით დაეცა. შარშან მხოლოდ 148,2 მილიონი ბოთლი გაიყიდა, შარშანწინ კი 158 მლნ ბოთლი იყო გაყიდული. ეს, ბოლო ექვს წეიწადში, პირველი სერიოზული შემცირებაა კონიაკზე, მანამდე მხოლოდ მოთხოვნის ზრდა აღინიშნებოდა. ფრანგი მწარმოებლები მოთხოვნის განელებას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით ხსნიან. აშშ-სა და კანადაში მოთხოვნამ 14,2 პროცენტით იკლო. ერთადერთი რეგიონი აზიაა დარჩენილი, სადაც მოთხოვნა, ოდნავ გაზრდილიც კი არის, თანაც ელიტური მარკის კონიაკებზე. Lenta.ru
ბოსნიის პოლიციამ სერბეთის არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დააკავა, რომელსაც 1990-ან წლებში სამხედრო დანაშაულებების ჩადენაში ედება ბრალი. 64 წლის პერკოვიცა ქალაქ როგატიცაში აიყვანეს, სადაც იგი 1992 წელს, გამოძიების ვერსიით, მუსულმანური მოსახლეობის დევნაში იღებდა მონაწილეობას. დეტალები არ ქვეყნდება. 1992-95 წლებში, ბოსნიის ომის დაწყებამდე, როგატიცაში მუსლიმები მოსახლეობის 60 %-ს შეადგენდნენ. სასამართლოს შემთხვევაში პერკოვიცის საქმე ბოსნია-ჰერცეგოვინის სამხედრო სასამართლოს გადეცემა, რომელიც 2005 წელს შეიქმნა და იუგოსლავიაში მსგავსი სახის დანაშაულებრივი საქმეების განსახილველად არის მოწოდებული. Lenta.ru
რიგაში 13 იანვრის ღამეს მომხდარი არეულობების შედეგად, ქალაქს 94 ათასი დოლარის ზარალი მიადგა. ზარალის მეტი წილი პოლიციის ტრანსპორტზე მოდის. გარდა ამისა, საგზაო ნიშნები და პარლამენტის წინ ტროტუარია მწყობრიდან გამოსული. აქციის მონაწილეებმა ლატვიის პარლამენტის შენობას ფასადი შეულახეს და მინები ჩამოუმსხვრიეს, ეს კი 35 ათას დოლარამდე დაჯდება. ფინანსთა სამინისტროს შენობის ზიანი კი 18 ათას დოლარად იქნა შეფასებული. შეგახსენებთ, არეულობების დროს დაარბიეს რამდენიმე მაღაზია, რომელთა ზიანის ოდენობა ჯერ დათვილი არ არის. Lenta.ru
15 იანვრის დილას ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზას ტერიტორიაზე 70 მიზანზე მიიტანეს იერიში. საჰაერო და სახმელეთო ჯარებს საზღვაო ძალებიდანაც ჰქონდა მხარდაჭერა. ღამის ოპოერაციისას, რომელშიც 35 პალესტინელი მებრძოლი იღებდა მონაწილეობას, ცაჰალის 11 ჯარისკაცი დაიჭრა, პალესტინელთაგან კი ათეულობით დაღუპულია.15 იანვარს, გამთენიისას ღაზას მხრიდან ისრაელის ტერიტორიებზე სარაკეტო დარტყმები განახლდა. ყასამის ტიპის სულ 12 რაკეტა იქნა გატყორცნილი. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. Ynetnews