პოპ-არტი

(გადამისამართდა გვერდიდან პოპ არტი)

პოპ-არტი (ინგლ. pop art, შემოკლ. ფორმა popular art) — XX საუკუნის ვიზუალური ხელოვნების მიმდინარეობა. წარმოიშვა 1950-იანი წლებში ბრიტანეთში, მოგვიანებით კი პარალელურად ვითარდებოდა აშშ-შიც. ტერმინი პირველად გამოიყენა ბრიტანელმა ხელოვნებათმცოდნე/კურატორმა ლორენს ალოუეიმ. პოპ-არტის საბჭოთა ანალოგი იყო სოც-არტი.

როი ლიხტენშტეინის „გოგონა, რომელიც იხრჩობა“ (1963), მომა.

მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია თემები და ტექნიკა ნასესხები პოპულარული მასკულტურიდან, როგორიცაა რეკლამა და კომიქსები, და შესაბამისად საყოველთაოდ გაიგივებული იყო როგორც რეაქცია იმ დროისთვის დომინირებულ აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმთან, ან მასზე დაფუძნებულ ექსპანსიასთან. პოპ-არტი პოპ-მუსიკის მსგავსად იყენებს პოპულარულ სახეებს, ხელოვნების ელიტისტური კულტურის საპირისპიროდ, და ხაზს უსვამს ბანალურს ან ე. წ. კიტჩურ ელემენტებს ნებისმიერ მოცემულ კულტურაში.

პოპ-არტი უმეტესწილად აკადემიურად აღიქმება, ვინაიდან მის მიმდევართა მიერ გამოყენებული არატრადიციული ორგანიზაციული პრაქტიკა ზოგიერთისთვის ძნელად გასაგებია. პოპ-არტი მინიმალიზმთან ერთად მოიაზრება, როგორც უკანასკნელი მოდერნისტული ხელოვნების მიმდინარეობები, და, შესაბამისად, პოსტმოდერნისტული ხელოვნების წინამორბედებად ითვლება (ან უფრო ზუსტად, თვით ზოგიერთი ადრეული პოსტმოდერნისტული ხელოვნების ნიმუშებადაც).

პოპ-არტის მიმდევარი მხატვრების აზრით, მათი ნაწარმოებები ხალხთა მასებისთვის მისაღები რომ ყოფილიყო, თავისი მხატვრული ფორმითაც ფართო მოხმარების საგნებს უნდა დამსგავსებოდა. „ხელოვნების ნიმუში ყველასათვის“ — ამ იდეის საჩვენებლად პოპ-არტის მიმდევრები ხშირად თავის მანუშევრებში გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, სარეკლამო ეტიკეტებიდან ამოჭრილ გამოსახულებებს აწებებდნენ, ანუ კოლაჟს ქმნიდნენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: