პონტოური ბერძნული

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პონტოური ბერძნული (პონტ. Ποντιακόν λαλίαν, რომანიზებული: Pontiakón lalían ან Ρωμαίικα რომანიზებული: Roméika; ბერძ. Ποντιακή διάλεκτος რომანიზებული: Pontiakí diálektos; თურქ. Rumca) — თანამედროვე ბერძნულის დიალექტი. დღეს მასზე ძირითადად ჩრდილოეთ საბერძნეთში ლაპარაკობენ. მის მოსაუბრეებს მოიხსენიებენ როგორც პონტოელ ბერძნებს ან პონტოელებს.

პონტოური ბერძნულის ენობრივი წარმომავლობა სათავეს იღებს იონიური ბერძნულიდან, კოინედან და ბიზანტიური ბერძნულიდან. ასევე ის შეიცავს სიტყვებს ქართულიდან, რუსულიდან, თურქულიდან, სომხურიდან და ქურთულიდან .

პონტოური ბერძნული არის გადაშენების პირას მყოფი ინდოევროპული ენა, რომელზეც ლაპარაკობს დაახლოებით 778 000 ადამიანი მთელს მსოფლიოში.[1] ბევრი პონტოელი ცხოვრობს საბერძნეთში; მათგან მხოლოდ 200 000–300 000 ითვლება პონტოურ ბერძნულად აქტიურად მოსაუბრედ. მასზე ასევე საუბრობენ თურქეთის, რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და ყაზახეთის პონტოურ დიასპორებში. ენა საბერძნეთში გავრცელდა 1920-იან წლებში ქრისტიან პონტოელ ბერძნებსა და თურქებს შორის მოსახლეობის გაცვლის შემდეგ.

მასზე დღესაც ლაპარაკობენ პონტოს რეგიონში, ძირითადად პონტოელი ბერძენი მუსლიმები ტრაპიზონის პროვინციის აღმოსავლეთ რაიონებში. პონტოური ბერძნული არის ბერძნულის ერთ-ერთი დიალექტი, რომელიც განცალკევებულია ბერძნულისგან. პონტოური ბერძნულისა და ტიპური ბერძნულის მოლაპარაკეებს, როგორც წესი, არ ესმით ერთმანეთის.[1] იგი ძირითადად ბერძნული დამწერლობით არის წარმოდგენილი; თურქეთსა და უკრაინაში ლათინური დამწერლობა უფრო ხშირად გამოიყენება; რუსეთში და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გამოიყენება კირილური დამწერლობა.

  1. 1.0 1.1 Pontic. Ethnologue. ციტირების თარიღი: 2018-04-11