ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პოლ ვიალარი (ფრანგ. Paul Vialar; დ. 18 სექტემბერი, 1898 - გ. 8 იანვარი, 1996) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი.

პოლ ვიალარი
დაბადების თარიღი 18 სექტემბერი, 1898(1898-09-18)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი სენ-დენი
გარდაცვალების თარიღი 8 იანვარი, 1996(1996-01-08)[1] [2] [3] (97 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვოკრესონი[4]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო და Grave of Nabielak
საქმიანობა მწერალი, დრამატურგი, საბავშვო მწერალი და პოეტი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთი
ალმა-მატერი კომერციული კვლევების უმაღლესი სკოლა
Magnum opus Q3212423?
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, ფემინას პრემია, საბრძოლო ჯვარი 1914–1918 და Grand Prix littéraire de la Ville de Paris[5]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1898 წლის 18 სექტემბერს სენ-დენში. ლიტერატურას ხელი მოჰკიდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ: გამოაქვეყნა ლექსების კრებული და პიესები "პირველი სიყვარული" და "ადამიანები".

1939 წელს გამოსცა რომანი "ზღვის ვარდი", რომელმაც ფემინას ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. 1943 წელს დიდი წარმატება ხვდა წილად რომანს "დიდი მარეკი"; ამ რომანში ავტორმა ბუნებისა და ცხოველთა სამყაროს შესანიშნავ სურათებთან ერთად ფრანგული საზოგადოების ევოლუცია გვიჩვენა. თვითონ კარგი მონადირე შემდგომ რომანებში: "მონადირე", "გარეულ ცხოველთა რომანი" პირად განცდებსა და გამოცდილებას გვიხატავს. ათტომიან ციკლში "ნადირობა ადამიანებზე" ის ადამიანთა და ცხოველთა ბედის იდენტიფიკაციას ახდენს და თავის სოციოლოგიურ მრწამსს აყალიბებს. იგივე იდეაა გატარებული რვატომიან რომანში "სიკვდილი არის დასაწყისი". ვიალარის კალამს ეკუთვნის აგრეთვე "XX საუკუნის ფრანგული დასაწყისი". ბოლო პერიოდში ვიალარი პატარა რომანებს წერდა, როგორიცაა "მელიფტე ბიჭი", "სამყაროს სიჭაბუკე" და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. 3.0 3.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  4. Deutsche Nationalbibliothek Record #119032600 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. https://www.lemonde.fr/archives/article/1956/01/18/le-grand-prix-litteraire-de-la-ville-de-paris-est-decerne-a-m-louis-madelin_2240536_1819218.html
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პოლ_ვიალარი“-დან