პოლოუსის ჭიუხი[1] (რუს. Полоусный кряж) — ჭიუხი რუსეთში, იაკუტიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩერსკის მთაგრეხილში. გადაჭიმულია 175 კმ-ზე, იანა-ინდიგირკის დაბლობის სამხრეთი საზღვრის გასწვრივ, მდინარე ხრომის სათავეებიდან (დასავლეთში) მდინარე ინდიგირკის ხეობამდე (აღმოსავლეთში); აღმოსავლეთით გრძელდება ულახან-სისის ჭიუხის სახით. სიმაღლე 968 მ. შედგება ცალკეული მაგიდისებური ბრტყელმწვერვალიანი მასივებისა და ბორცვებისგან. კალთების ქვედა ნაწილი დაფარულია ტყეტუნდრითა და მეჩხერი ფოთლოვანი ტყეებით, მაღლა მთის ტუნდრაა.[2]

პოლოუსის ჭიუხი
რუს. Полоусный кряж
კოორდინატები: 69°50′ ჩ. გ. 140°00′ ა. გ. / 69.833° ჩ. გ. 140.000° ა. გ. / 69.833; 140.000
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სახა (იაკუტია)
სიმაღლე 968 
სიგრძე 175 კმ
პოლოუსის ჭიუხი — რუსეთი
პოლოუსის ჭიუხი
  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 167.
  2. Полоусный кряж // Большая российская энциклопедия. т. 26. — М., 2014. — стр. 739.