ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პოლა შერი (ინგლ. Paula Scher; დ. 6 ოქტომბერი, 1948, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი გრაფიკოსი დიზაინერი, მხატვარი და პედაგოგი. იგი არის კომპანია პენტაგრამის პირველი ქალი დირექტორი. პენტაგრამს შერი 1991 წელს შეუერთდა.[3]

პოლა შერი
დაიბადა 6 ოქტომბერი, 1948(1948-10-06)[1] [2] (76 წლის)
დაბადების ადგილი ვაშინგტონი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
სფერო გრაფიკული დიზაინი

ბიოგრაფია

რედაქტირება

შერი სწავლობდა ტაილერის სამხატვრო სკოლაში, ელკინსის პარკში, პენსილვანიის შტატში და 1970 წელს სახვითი ხელოვნების ბაკალავრის წოდება დაიმსახურა.[3]

შერი გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში და დაიწყო მუშაობა Random House-ის საბავშვო წიგნების განყოფილებაში დამკაბადონებლად.[3]

1991 წელს შერი გახდა კომპანია პენტაგრამის პარტნიორი და დაიწყო მუშაობა ნიუ-იორკის ოფისში დირექტორის პოზიციაზე. მას შემდეგ იგი ქმნის გრაფიკულ დიზაინს, სარეკლამო მასალებს, შეფუთვისა თუ საგამომცემლო დიზაინს, ფართო სპექტრის კლიენტებისთვის. მათ შორის არიან: Bloomberg, Microsoft, Bausch + Lomb, Coca-Cola, Shake Shack, the Museum of Modern Art, the Sundance Institute, the High Line, Jazz at Lincoln Center, the Metropolitan Opera, the New York City Ballet, the New York Philharmonic, the New Jersey Performing Arts Center, the United States Holocaust Memorial Museum, the Philadelphia Museum of Art და the New York City Department of Parks and Recreation.

შერი გვევლინება Netflix-ის დოკუმენტური სერიალის, Abstract: The Art of Design-ის,[4] პირველ სეზონში.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

რედაქტირება

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ლოგო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობადია, მსოფლიო მუზეუმების ლოგოებს შორის. თავდაპირველად მუზეუმის ლოგო, 1964 წელს, Franklin Gothic No.2 შრიფტის გამოყენებით ივან ჩერმაიეფმა შექმნა. 2004 წელს მეთიუ კარტერმა გადახატა, ოდნავ შეცვალა ლოგოს შრიფტი და დაარქვა მას MoMA Gothic. მიუხედავად იმისა, რომ MoMA-ს იდენტობა ჩამოყალიბებული და მყარია, ბრენდის გამოყენება ბეჭდვით, ფასადის თუ ვებ სივრცეში ჩამოუყალიბებელი და შეუკრავი იყო. ასეთი სისტემის შესაქმნელად მუზეუმმა დაიქირავა კომპანია პენტაგრამი.[5]

იმისთვის, რომ შექმნილიყო თანამედროვე მიდგომა, რომელიც მუზეუმის სახეს საუკეთესოდ წარმოაჩენდა, პოლა შერმა შექმნა ერთიანი სისტემა, რომელიც მოერგებოდა ნებისმიერ სარეკლამო სივრცეს, იქნებოდა ეს გაზეთი თუ ქუჩის ბანერი.

მეტროპოლიტენის ოპერა

რედაქტირება

პოლა შერმა და ჯულია ჰოფმანმა, მეტროპოლიტენის ოპერისთვის ახალი იდენტობა შეიმუშავეს. მეტროპოლიტენის გენერალურმა მენეჯერმა, პიტერ გელბმა, შესთავაზა რებრენდინგი, რომელიც მოიზიდავდა უფრო ფართო აუდიტორიას, როგორიცაა ახალგაზრდა თაობა, რომელსაც არასდროს შეუდგამს ფეხი ოპერის დარბაზში. ბეჭდური სარეკლამო კამპანია დაიწყო 2006 წლის 20 აგვისტოს და მეტროპოლიტენის მარკეტინგის დირექტორის, თომას მიშელის თანახმად, ეს წარმატებული გაყიდვების დღე იყო.[6]

Microsoft: Windows 8 ლოგო

რედაქტირება

2012 წელს, შერმა შექმნა ახალი ლოგო Windows 8-ისთვის, რითაც დაუბრუნა ლოგოს თავისი თავდაპირველი, ფანჯრის, "სახე".[7] ლოგო ისევ წარმოაჩენს, ძველ ოთხფერიან სიმბოლოს, ოღონდ უფრო გათანამედროვებული, გეომეტრიული ფორმით. განვითარების პროცესში, შერმა ჰკითხა მაიკროსოფტს: "თქვენი სახელია Windows (ფანჯარა) რატომ გაქვთ დროშის სიმბოლო?" მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ის თავდაპირველი ბრენდი ასახავდა ფანჯარას, თანდათან, კომპიუტერული სისტემების გაძლიერებასთან ერთად, ვითარდებოდა გრაფიკაც და ლოგო გარდაიქმნა დროშად. როგორც შერმა ივარაუდა, დროშის ფრიალი, სავარაუდოდ იმ კომენტარის შედეგი იყო, რომ უბრალო ფანჯარა, მკაცრი, სწორი ხაზებით, ძალიან სტატიკურად გამოიყურებოდა და საჭირო იყო, უფრო თანამედროვე, დინამიური ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ გარდამავალი ლოგო დახატულია მოძრაობაში, იგი ბრტყელი იყო, ხოლო ახალი ლოგო გადმოსცემს რეალურ მოძრაობას, განზომილების მითითებით, სივრცეში გავლებული ხაზების გამოყენებით. ეს უკანასკნელი უკეთესად ასახავს ბრენდს, რადგან სახელი Windows თავდაპირველად გამოიყენეს, როგორც ეკრანებში ჩახედვის მეტაფორა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Fine Art Archive — 2003.
  2. Fox A. Scher, Paula // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T2021994
  3. 3.0 3.1 3.2 Scher, Paula." (n.d.): Oxford University Press: Oxford Art Online. Web.
  4. http://www.itsnicethat.com/news/abstract-art-of-deign-netflix-series-190117
  5. https://www.pentagram.com/work/moma
  6. Bosman, Julie. "The Metropolitan Opera's New Stage." The New York Times - Media & Advertising. N.p., 29 Aug. 2006. Web. https://www.nytimes.com/2006/08/29/business/media/29adco.html?_r=1&adxnnl=1&oref=slogin&ref=business&adxnnlx=1323324478-u8Wy7NSB3p5NvL45qfeSBA
  7. Microsoft Windows 8. ციტირების თარიღი: 2017-04-04
  8. Hamlett, Phil. "Make It Bigger (Book)." Library Journal 127.17 (2002): 69. Academic Search Complete. Web.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პოლა_შერი“-დან