ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
პლისკის ბრძოლა
ბიზანტიურ-ბულგარული ომების ნაწილი
Pliska_Fortress_008
პლისკის ბრძოლა
თარიღი 26 ივლისი 811 წელი
მდებარეობა პლისკა და ვარბიცას უღელტეხილი
შედეგი ბულგარელთა გამარჯვება
მხარეები
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი ბიზანტიის იმპერიის დროშა ბიზანტიის იმპერია
მეთაურები
კრუმი ნიკიფორე I  
სტაურაკიოსი
ძალები
50 000-60 000 60 000-80 000
დანაკარგები
უცნობია თითქმის მთლიანი არმია

პლისკის ბრძოლა ან ვარბიცის უღელტეხილის ბრძოლა (811 წლის 26 ივლისს) — ბრძოლათა სერია, ბიზანტიის იმეპრიასა და ბულგარეთის პირველ იმპერიას შორის. ბიზანტიის ჯარებს ხელმძღვანელობდა იმპერატორი ნიკიფორე I, ხოლო ბულგარეთს კრუმი. ბიზანტიელებმა გაძარცვეს და გადაწვეს ბულგარეთის დედაქალაქი პლისკა, რამაც დრო მისცა ბულგარელებს გადაეკეტათ ბალკანეთის მთებში უღელტეხილები, ამით ბიზანტიელებს ქვეყნიდან გასასვლელი გზა გადაუკეტეს. საბოლოო ბრძოლა გაიმართა 811 წლის 26 ივლისს ბალკანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე უღელტეხილზე, სავარაუდოდ ვარბიცას უღელტეხილზე. იქ ბულგარელებმა გამოიყენეს მოულოდნელობის ეფექტი და სწრაფი შეტევის საშუალებით გაანადურეს ბიზანტიის თითქმის მთელი არმია, მათ შორის იმპერატორი. ბრძოლის შემდეგ კრუმმა ნიკიფორეს თავის ქალა ვერცხლით შეამკო და სასმელ თასად იყენებდა.

ეს ბრძოლა ისტორიაში შევიდა, როგორც ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე გამანაგურებელი მარცხი. ბრძოლის შემდეგ დაახლოებით 150 წელი ბიზანტიის იმპერიას ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არ უბრძოლია, ამან კი ბულგარეთის იმპერიის გაფართოება გამოიწვია.

მსგავსი კამპანიები

რედაქტირება

802 წელს როდესაც ნიკოფორე იმპერატორი გახდა, მისი მიზანი იყო ბულგარეთის მიე ბიზანტიის კონტროლირებადი ტერიტორიების დაბრუნება. 807 წელს წამოიწყო ლაშქრობა, რის დროსაც მივიდა ადიანაპოლამდე, თუმცა ვერ დაიპყრო რადგან კონსტანტინოპოლში შეთქმულება მოუწყვეს და უკან დაბრუნება მოუწია. თუმცა, თავდასხმის მცდელობამ საფუძველი მისცა ბულგარეთის ხანს, კრუმს, გაეტარებინა სამხედრო ოპერაციები ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ.[1] მომდევნო წელს ბულგარეთის არმიამ შეაღწია სტრუმის ხეობაში და დაამარცხა ბიზანტიელები. ბულგარეთის ჯარებმა დაიპყრეს 1100 ლიტრი (დაახლოებით 332-დან 348 კილოგრამამდე) ოქრო და მოკლეს მრავალი მტრის ჯარისკაცი, მათ შორის ყველა სტრატეგი და მეთაური.[2] 809 წელს კრუმმა პირადად ალყა შემოარტყა სერდიკას ციხეს და აიღო ქალაქი, მოკლა გარნიზონის ყველა წევრი 6000 კაცი.[3]

შეჭრისთვის მზადება

რედაქტირება

811 წელს, ნიკოფორემ, შეკრიბა დიდი არმია, იმ მიზნით რომ საბოლოოდ დაეპყროთ ბულგარეთი. არმიაში შედიოდნენ ანატოლიიდან, ევროპული ტომებიდან და მეფის დაცვიდან (ტაგმატა) შეკრებილი ჯარისკაცები. ასევე არმიას შეუერთდა არარეგულარული ჯარიც რადგან ელოდნენ სწრაფ გამარჯვებას. გამარჯვება მარტივად უნდა მოეპოვებინათ, ნიკოფორეს თან ახლდა არისტოკრატია, მისი ვაჟი სტაურაკიოსი და ძმა მიქაელ I რანგაბე. საბოლოოდ არმია 60 000-80 000-მდე ჯარისკაცისგან შედგებოდა.[4]

პლისკის ალყა

რედაქტირება

არმია პირველად შეიკრიბა მაისში და 10 ივლისს დადეს ბანაკი ციხესიმაგრე მარსელაში (დღევანდელი კარნობატი) ბულგარეთის საზღვართან. ნიკიფორეს სურდა ბულგარელების დაბნევა და მომდევნო ათი დღის განმავლობაში რამდენიმე მოჩვენებითი თავდასხმა მოახდინა. კრუმმა შეაფასა ვითარება, მიხვდა რომ ვერ გაიმარჯვებდა და შესთავაზა ზავი,მაგრამ ნიკოფორემ უარყო. თეოფანე წერდა, რომ იმპერატორი "დაამარცხა საკუთარმა ბოროტმა აზრებმა და მისმა მრჩევლებმა, რადგან ისინი მის მსგავსად ფიქრობდნენ" მისმა ზოგიერთმა სამხედრო მეთაურმა ბულგარეთში შეჭრა გაუაზრებლად მიიჩნია, მაგრამ ნიკიფორე დარწმუნებული იყო მის საბოლოო წარმატებაში.[5]

ნიკოფორე, შეიჭრა ბულგარეთში, გაიარა უღელტეხილები და მივიდა ქალაქ პლისკამდე. 20 ივლისს ნიკიფორემ ჯარი სამ ჯგუფად დაყო, თითოეული პლისკისკენ სხვადასხვა მარშრუტით უნდა წასულიყო. სამი დღის შემდეგ ბიზანტიელებმა მიაღწიეს პლისკის, რომელსაც იცავდა 12000 ელიტური ბულგარელი ჯარისკაცი. ბიზანტიელებმა დაამარცხეს ბულგარელი მცველები და კიდევ 15 000 ბულგარელი, რომლებიც ნაადრევად შეკრიბეს.[6] 23 ივლისს ბიზანტიელებმა დაარბიეს ქალაქი და მიმდებარე სოფლები.[7] კრუმმა კიდევ ერთხელ სცადა მოლაპარაკება მშვიდობის შეთავაზებით.[8] ისტორიკოს თეოფანეს ცნობით, კრუმის განცხადებაში ნათქვამია: "აი, შენ გაიმარჯვე, აიღე რაც გინდა და წადი მშვიდობით". ნიკოფორემ სიამაყით კვლავ უარყო შეთავაზება და სჯეროდა რომ ბულგარეთს დაიპყრობდა.

მიქაელ სირიელი, სირიელი იაკობიტების პატრიარქი მეთორმეტე საუკუნეში, თავის ქრონიკებში აღწერს ნიკიფორეს ჯარების სისასტიკეს: ,,ნიკიფორე, რომაელთა იმპერატორი, დადიოდა ბულგარეთის მიწაზე: მან გაიმარჯვა და მოკლა უამრავი ადამიანი. მიაღწია მათ დედაქალაქს, აიღო და გაანადგურა. მისი ველურობა იქამდე მივიდა, რომ მათი პატარა ბავშვები გამოიყვანეს, მიწაზე მიაბეს და წისქვილის ქვებით დაამსხვრიეს. ბიზანტიელმა ჯარისკაცებმა გაძარცვეს და დაწვეს, დაუკრეფელი მინდვრები, ხარები დაღორები დახოცეს“.[9] იმპერატომა აიღო კრუმის ფული და არ გაუნაწილა ჯარისკაცებს.


როდესაც ნიკოფორემ ქალაქი აიღო, კრუმმა მოახდინა ხალხის მობილიზაცია (მათ შორის დაქირავებული ჯარისკაცები) და შეუდგა მთების გამაგრებას. თავდაპირველად ნიკიფორეს განზრახული ჰქონდა გაელაშქრა მეზიაში და მიაღწია სერდიკას კონსტანტინოპოლში დაბრუნებამდე, მაგრამ მან გადაწყვიტა უმოკლესი გზით დედაქალაქში დაბრუნება.[10] ზედმეტად თავდაჯერებულმა იმპერატორმა არ მოისმინა სკაუტების ინფორმაცია და 25 ივლისს ვარბიცას უღელტხილზე შეაბიჯა. ბიზანტიურმა ცხენოსანმა ჯარისკაცებმა კი უთხრეს ნიკიფორეს, რომ გზა ხის კედლებით იყო გადაკეტილი და კრუმის ძალები მიმდებარე სიმაღლიდან უყურებდნენ.[11] იმპერატორი პანიკაში ჩავარდა ამ სიტუაციის გამო და არაერთხელ განუცხადა თავის თანმხლებ პირებს: „ფრთები რომც გვქონდეს, საფრთხეს ვერ გავექცევით“.

ნიკიფორეს, რომელსაც არ სურდა განეხილა თავდასხმა პალისადებზე, უბრალოდ დაბანაკდა, მიუხედავად მისი გენერლების გაფრთხილებისა. კრუმის ჯარისკაცებმა ბიზანტიელების შესაწუხებლად დაიწყეს მათი დაცინვა და ფარებს დარტყმა, რათა ვერ დაესვენათ. სამი დღის შემდეგ ბიზანტიელებმა მოთმინება დაკარგეს. ბულგარლებმა შეკრიბეს ჯარი და შეუდგნენ გეგმის განხორციელებას. გამთენიისას ბულგარელები ბორცვებით დაეშვნენ და პანიკაში ჩავარდნილი და დაბნეული ბიზანტიელები მოკლეს. ბიზანტიის საიმპერატორო დაცვა იყო პირველი, ვინც შეტევაზე გადავიდა. ბიზანტიელებმა მცირე ხნით უშედეგო წინააღმდეგობა გაუწიეს და დაიღუპნენ. ამხანაგების ბედის დანახვისას დანარჩენები გაიქცნენ.

როდესაც ბიზანტიელები სამხრეთისაკენ გაიქცნენ, ისინი წააწყდნენ ტალახიან მდინარეს, რომელიც ძნელად გადასალახი იყო. ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა. ამის მიუხედავად, კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცი შევიდა მდინარეში და მათ ერთმანეთის ხოცვაც კი დაიწყეს. მდინარე იმდენი მკვდრით აივსო, რომ დევნილმა ბულგარელებმა ადვილად გადალახეს მკვდრები და განაგრძეს დევნა.

გაქცეულ ჯარისკაცებს მოუწიათ ბულაგრელების მიერ აშენებული ხის კედლების დანგრევა, რათა სამხრეთისკენ გაქცეულიყვნენ. ბიზანტიელები ცდილობდნენ კედელზე ასვლას და ბევრმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია. ბიზანტიელებმა კედლების დაწვა სცადეს, მაგრამ ეს ტაქტიკა ასევე არაეფექტური აღმოჩნდა და დამატებითი მსხვერპლი მოჰყვა. თითქმის ყველა გაქცეული ბიზანტიელი დაიღუპა, ზოგი მახვილით მოკლეს; სხვები მდინარეში დაიხრჩნენ; და ბევრი სასიკვდილოდ დაშავდა კედელზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თეოფანე აღმსარებელი. ქრონოგრაფია, გვ. 482–84 წწ
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-30. ციტირების თარიღი: 2023-01-11.
  3. თეოფანე აღმსარებელი. ქრონოგრაფია, გვ.484–86
  4. Anonymus Vaticanus, გვ.148
  5. თეოფანე აღმსარებელი. ქრონოგრაფია, გვ.486
  6. Chronique de Michel le Syrien, გვ.17
  7. ჰაპჩიკი, გვ. 81
  8. იოანე ზონარასი. Epistome historiatus, გვ 372–73
  9. Anonymus Vaticanus, p. 150
  10. http://www.c3.hu/~magyarnyelv/00-1/kiraly.htm
  11. თეოფანე აღმსარებელი. ქრონოგრაფია, გვ.489–92
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პლისკის_ბრძოლა“-დან