თეოფანე ბიზანტიონელი
თეოფანე ბიზანტიონელი — VI საუკუნის II ნახევრის ბიზანტიელი ისტორიკოსი. თეოფანე ბიზანტიონელის ბიოგრაფია უცნობია. მისი საისტორიო თხზულება მოიცავს 566-581 წლების ამბებს. თხზულება 10 წიგნს მოიცავდა, მაგრამ მისი მხოლოდ ოთხი ფრაგმენტი შემორჩა ფოტიოსის „ბიბლიოთეკაში“. ფრაგმენტები შეეხება ბიზანტიის საგარეო პოლიტიკის ისტორიას, კერძოდ, აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას. თეოფანე ბიზანტიონელის მონაცემები სანდო წყაროდაა მიჩნეული. ავტორს მოხსენიებული აქვს სომხებისა და იბერების აჯანყება სპარსელების წინააღმდეგ 572 წელს. ეს ბერძნულ მწერლობაში თბილისის პირველი ხსენებაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 656.
- ყაუხჩიშვილი, ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1936. — გვ. 252-259.