პლატონ სართანია (დ. 1886, ლედგებე — გ. 24 ოქტომბერი, 1918, ზუგდიდი მაზრა) — ქართველი სცენისმოყვარე.

პლატონ სართანია
დაბადების თარიღი 1886
ლედგებე
გარდაცვალების თარიღი 24 ოქტომბერი, 1918
ზუგდიდის ოლქი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გლეხის ოჯახში, წერა-კითხვა თავისით შეისწავლა, ასევე მეწაღეობა და სურათების გადაღება. სხვა განათლება არ გააჩნდა. 1905 წლის სენაკის ხელოსნებთან ერთად მონაწილეობდა პოლიტიკურ გამოსვლებში, ამიტომ წელიწადნახევრით რუსეთის ჩრდილოეთში გადაასახლეს. საქართველოში დაბრუნებული წერა-კითხვას ძლივს ახერხებდა, თუმცა ამხანაგებს სცენაზე გამოსვლას თხოვდა, რადგან ხალხისთვის ხმა სცენიდან მიეწვდინა. მსახურობდა ზუგდიდის სცენაზე. მისი შესრულებული როლებია: სესია „ბატონი და ყმაში“, პეტუა „ციმბირელში“ და სხვა. ამავე დროს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. 1918 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას გამოეხმაურა იმდროინდელი სახელოვნებო ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. 1919 წელს ზუგდიდის სცენისმოყვარე ამხანაგებმა განსვენებულის წლის თავზე დადგეს „ბატონი და ყმა“. შემოსავლის ნაწილი ჟურნალს „თეატრი და ცხოვრება“ გადაეცა, ნაწილი კი მისი ქვრივი დის ოჯახს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 360.