პლასეტასი (ესპ. Placetas) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ვილია-კლარას პროვინციაში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 205 მ სიმაღლეზე. ქალაქი ცნობილია ასევე როგორც ლა-ვილია-დე-ლოს-ლაურელესი. დაარსდა 1861 წელს.[1] განვითარებულია შაქრის ლერწმის, თამბაქოსა და ხილის წარმოება. როგორც მუნიციპალიტეტი შეიქმნა 1879 წელს. ქალაქის სიახლოვეს მოიპოვება ოქრო და ასფალტი. პლასეტასი განთქმულია თავისი კარნავალებით. 1887 წელს აქ დაიბადა ესპანელი სამხედრო ლიდერი ემილიო მოლა.

ქალაქი
პლასეტასი
Placetas
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია ვილია-კლარა
კოორდინატები 22°18′57″ ჩ. გ. 79°39′20″ დ. გ. / 22.31583° ჩ. გ. 79.65556° დ. გ. / 22.31583; -79.65556
დაარსდა 9 სექტემბერი, 1861
ფართობი 601 კმ²
ცენტრის სიმაღლე 205
მოსახლეობა 71,837 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 119,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 53-428
ოფიციალური საიტი http://www.cenit.cult.cu/sites/placetas
პლასეტასი — კუბა
პლასეტასი

დემოგრაფია

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ფართობია 601 კმ².[2] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 71,837 ადამიანი.[3] მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 119,5 ადამიანს კმ²-ზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Guije.com. Placetas. ციტირების თარიღი: 2007-10-09. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-09.
  3. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-09. (ესპანური)