პეტრო კაფშუჩენკო (ფსევდონიმი — P. Enko; დ. 27 სექტემბერი, 1915, სოფ. სუხაჩივკა, დღეს ქ. დნიპროს შემადგენლობაში — გ. 17 ნოემბერი, 2006, ლორენსვილი) — უკრაინელი მოქანდაკე. უკრაინაში კულტურული ფასეულობების დაბრუნების საკითხებზე ეროვნული კომისიის საპატიო წევრი (1998). მე-3 ხარისხის ორდენის „დამსახურებისათვის“ კავალერი (2006). დაამთავრა დნეპროპეტროვსკის (ახლანდ. დნიპრო) სამხატვრო სკოლა (1940; ხელმძღვანელები: ოლექსი ჟირადკოვი, მ. პოგრებნიაკი). 1940–1943 წლებში მუშაობდა დნეპროპეტროვსკის თეატრების მოქანდაკედ და დეკორატორად, 1943–1945 წლებში — იძულებით სამუშაოებში, 1945–1949 წლებში — რეგენსბურგის (გერმანია) ინტერნირებულთა ბანაკში, 1949 წლიდან — ბუენოს-აირესში, 1963 წლიდან — ფილადელფიაში.[1]

პეტრო კაფშუჩენკო
უკრ. Петро Капшученко
დაიბადა 27 სექტემბერი, 1915(1915-09-27)
დაბადების ადგილი სუხაჩივკა, დღეს ქ. დნიპროს მიკრორაიონი
გარდაიცვალა 17 ნოემბერი, 2006(2006-11-17) (91 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლორენსვილი, ნიუ-ჯერსი, აშშ
ეროვნება უკრაინელი
სფერო ქანდაკება
მიმდინარეობა დაზგური და მონუმენტური ქანდაკება, პლასტიკა
ჯილდოები III ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“ (უკრაინა)

1945 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. პერსონალური გამოფენები შედგა არგენტინაში (1959, 1963), ნიუ-იორკში (1967), სპრინგფილდში (1972), ვაშინგტონში (1973), კიევში (1996, 1998, 2000), დნეპროპეტროვსკში (2001). შემოქმედების ძირითადი მიმართულებებია დაზგური და მონუმენტური ქანდაკება, პლასტიკა; იყენებდა ბრინჯაოს, ტერაკოტას, ფაიფურს, ხეს. ნამუშევრებს ქმნიდა არგენტინული ცხოვრების სიუჟეტების მიხედვით, აგრეთვე მუშაობდა უკრაინულ თემატიკაზეც, კერძოდ კაზაკებზე და ჰოლოდომორზე. ქანდაკებები შესრულებულია რეალისტურ მანერაში, დატვირთულია სიმბოლიკით, ნეორომანტიზმით, იმპრესიონისტული და ექსპრესიონისტული ნიშნებით. ავტორია ვასილ ლიპკოვსკისა (1983) და მთავრის ცოლ ოლღას (1987) ძეგლებისა (ბაუნდ-ბრუკი, ნიუ-ჯერსი). ცალკეული ნამუშევრები ინახება უკრაინის ეროვნულ სამხატვრო მუზეუმში, უკრაინის ეროვნულ ლიტერატურის მუზეუმში, ტარას შევჩენკოს ეროვნულ მუზეუმში, კიევის ისტორიის მუზეუმში, ჰეტმანობის მუზეუმში (ყველა კიევში), შევჩენკოს ეროვნულ ნაკრძალში (ქ. კანივი, ჩერკასის ოლქი), დნიპროს სამხატვრო და ისტორიის მუზეუმებში.[1]

დაკრძალულია ბაუნდ-ბრუკში (ნიუ-ჯერსი, აშშ).

ძირითადი ნამუშევრები

რედაქტირება
  • „ქედმოუხრელობა“ (1947)
  • „უკრაინის ნებისათვის“ (1947)
  • „მსტვინავები“ (1947)
  • „ნაბათი“ (1947)
  • „ჩანაფიქრში“ (1948)
  • „კაზაკი“ (1948)
  • „ჭორიკნები“ (1954)
  • „მოლოდინი“ (1956)
  • „მოწმე“ (1960)
  • „სიახლოვე“ (1962)
  • „მეთუნე“ (1964)
  • „კარმალიუკი“ (1964)
  • „მოგონებებში“ (1965)
  • „მარტოსული“ (1966)
  • „შესვენება მისაწევად“ (1972)
  • „დაკარგული იმედები“ (1973)
  • „ოცნებებს მიცემული“ (1975)
  • „მუსიკოსები“ (1980)
  • „უცნობში“ (1983)
  • „არააღიარებული“ (1985)
  • „უცხო ქვეყანაში“ (1991)
  • „ელოდებიან“ (1991)
  • „ორის საიდუმლო“ (1991)
  • „არსებობს მოსაგონარი“ (1992)
  • „დევნილნი“ (1996)
  • „სიტყვა სიმართლის შესახებ“ (1996)
  • „დაუვიწყარი წლები“ (1998)
  • „დროის მოწმენი“ (1998)
  • „ბოროტი ქარები“ (2000)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Царинник Г. Багатогранний скульптор // Укр. вісті. 1987, 20 верес.; Каталог персональної виставки скульптури Петра Капшученка (США). [К.,] 1996;
  • Блюміна І. Петро Капшученко – визнання у світі й на батьківщині // Вітчизна. 2001. № 1–2;
  • Федорук О. Пластика Петра Капшученка: Альбом. К.; Нью-Йорк, 2004.
  1. 1.0 1.1 Федорук, О. К.. Капшученко Петро Савич uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2012). ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2023