პეტრე I-ის ძეგლი (მიხაილოვის სასახლე)
პეტრე I-ის ძეგლი (რუს. Памятник Петру I) — რუსეთის იმპერატორ პეტრე I დიდის ბრინჯაოს ძეგლი. მდებარეობს მიხაილოვის სასახლის წინ სანქტ-პეტერბურგში.
პეტრე I-ის ძეგლი Памятник Петру I | |
---|---|
მდებარეობა | მიხაილოვის სასახლე, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
მოქანდაკე | ბარტოლომეო კარლო რასტრელი |
მასალა | ბრინჯაო, მარმარილო |
დაწყების თარიღი | 1716 |
დასრულების თარიღი | 1747 |
გახსნის თარიღი | 1800 |
მიძღვნილია | პეტრე I დიდი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაიტალიელმა მოქანდაკემ ბარტოლომეო კარლო რასტრელიმ ძეგლის მოდელი ჯერ კიდევ პეტრე I-ის სიცოცხლეში დაამზადა, მაგრამ იგი დაასრულეს მხოლოდ 1747 წელს, როდესაც ალესანდრო მარტელიმ ჩამოასხა იგი ბრინჯაოსაგან. ლიტერატურაში აღნიშნული ძეგლის შექმნის ისტორია მთლად ნათელმოფენილი არ არის. კაზიმირ ვალიშევსკი აღნიშნავს, რომ რასტრელის ქანდაკება დაუმთავრებელი დარჩა, ხოლო ალესანდრო მარტელმა საკუთარი პროექტი წარადგინა, რომელიც ეკატერინე II-ს არ მოეწონა. თუმცა ვალიშევსკის არ დაუსახელებია არანაირი ავტორიტეტული წყარო და არც ადგილობრივი სპეციალისტების მტკიცებულებები არ არსებობს მარტელის პროექტის შესახებ. გარდა ამისა, აღნიშნული აღწერა სრულიად ეთანხმება ბრინჯაოს მხედრის ძეგლს, რომელიც ეტიენ მორის ფალკონეს ნამუშევარია და რომლის კონცეფციის განხილვაში მონაწილეობა მიიღო თავად იმპერატრიცამ.
XVIII საუკუნის განმავლობაში განიხილებოდა ძეგლის განტავსების სხვადასხვა ვარიანტები: პოლტავაში, კრონშტადტში, მაგრამ საუკუნის ბოლომდე იგი დარჩა სამების ხიდის ქვეშ ხის სათავსოში.
1800 წელს ძეგლი საბოლოოდ აღმართეს კვარცხლბეკზე, რომელიც დაამზადეს ფიოდორ ვოლკოვის ნახაზების მიხედვით. გრანიტის კვარცხლბეკი მოპირკეთებულია თეთრი მარმარილოს ფილებით, ასევე მორთულია ორი ბარელიეფით რომელიც გადმოგვცემს პოლტავისა და განგუტის ბრძოლების ამბავს. ბარელიეფებზე მუშაობდნენ მოქანდაკეები: ივან ტერებენიოვი, ვასილი დემუტ-მალინოვსკი, ი. ე. მოისეევი მიხეილ კოზლოვსკის ხელმძღვანელობით.
იმპერატორ პავლე I-ის ბრძანებით კვარცხლბეკზე გააკეთეს წარწერა „Прадеду — правнук“, აშკარად ბრინჯაოს მხედრის წარწერის „Петру Первому Екатерина Вторая“ საწინააღმდეგოდ.
ლენინგრადის ბლოკადის დროს ძეგლი ჩამოიღეს კვარცხლბეკიდან და გადამალეს. 1945 წელს ძეგლი დაუბრუნეს ადგილს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Валишевский К. Вокруг трона / Пер. с фр. А.Ф. Гретман. - М., 1989. - С. 277.