ეტიენ მორის ფალკონე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეტიენ მორის ფალკონე (ფრანგ. Étienne Maurice Falconet; 1716 - 1791), აღიარებული პირველი რანგის ფრანგული როკოკოს სტილის მოქანდაკე, რომელსაც მადამ დე პომპადური პატრონობდა.

"L'Amour menaçant", მარმარილო, ლუვრი.

დაიბადა ხელმოკლე ოჯახში პარიზში. თავდაპირველად შეგირდად ჰყავდა აყვანილი ხელოსანს, თუმცა ზოგიერთმა მისმა თიხის ფიგურამ, რომელთაც ის თავისუფალ დროს ქმნიდა, მალე მოქანდაკე ჟან-ბატისტ ლემოინის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ის თავის მოსწავლედ აიყვანა. მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკულპტურა იყო კროტონის მიო, რომელმაც მას ბოზ-არტის აკადემიის წევრობის საშვი მისცა 1754 წელს.

საზოგადოებაში ცნობილი გახდა 1755-57 წლის სალონებში გამოფენილი მისი ამურისა და ნიმფას ქანდაკებით, რომელიც ამჟამად ლუვრშია.