სამების ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)

სამების ხიდი (რუს. Троицкий мост) — საფეხმავლო, საავტომობილო და ტრამვაის გასახსნელი ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე ნევაზე. ერთმანეთთან აკავშირებს პეტროგრადისა და საადმირალოს პირველ კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 582 მეტრი, ხოლო სიგანე — 23,6 მეტრი. ეს არის მესამე მუდმივი ხიდი მდინარე ნევაზე (ბლაგოვეშჩენსკისა და ლიტეინის ხიდების შემდეგ). 1965 წლამდე ალექსანდრე ნეველის ხიდის აგებამდე, ქალაქის ყველაზე გრძელი ხიდი იყო. ხიდი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ხიდის ჩრდილოეთი ნაწილი კვეთს პულკოვის მერიდიანს.

სამების ხიდი
რუს. Тро́ицкий мо́ст
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°56′55″ ჩ. გ. 30°01′38″ ა. გ. / 59.94861° ჩ. გ. 30.02722° ა. გ. / 59.94861; 30.02722
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო, ტრამვაის
გადებულია ნევა
მასალა რკინა
თაღების რაოდენობა 10
სიგრძე 582 
სიგანე 23,6 
გახსნის თარიღი 1803 წ.
რეკონსტრუქცია 1824-1827, 1897-1903, 1965-1967, 2001-2003 წწ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802128000
სამების ხიდი (სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთი
სამების ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)
სამების ხიდი (სანქტ-პეტერბურგი) — სანქტ-პეტერბურგი
სამების ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

სამების ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს სუვოროვის მოედანსა და მარსის ველსა და სამების მოედანს. ხიდიდან იწყება კამენოოსტოვსკის პროსპექტი.

დინების ზემოთ მდებარეობს ლიტეინის ხიდი, ხოლო ქვემოთ სასახლის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „გორკოვსკაია“.

სახელწოდება

რედაქტირება

1803 წელს აქ მდებარე ბარჟებიანი ხიდის სახელწოდება იყო პეტერბურგის ხიდი, 1827 წელს გადაკეთებულ ხიდს უწოდეს სამების ხიდი ახლოს მდებარე სამების მოედნისა და პეტროვსკის სამების ტაძრის გამო (რომელიც დაანგრიეს 1932 წელს). 1891 წელს ქალაქის საბჭომ წამოაყენა წინადადება ხიდისთვის ეწოდებინათ ალექსანდრო-მარიინსკის ხიდი, იმპერატორ ალექსანდრე III-ისა და დედოფალ მარია თედორეს ასულის ქორწინების 25 წლისთავის აღსანიშნავად. მაგრამ იმპერატორმა ბრძანა ხიდისთვის შეენარჩუნებინათ სახელწოდება სამება. 1918 წლის ოქტომბერში საბჭოთა ხელისუფლებამ ხიდს სახელი შეუცვალა და უწოდა თანასწორობის ხიდი. სერგეი კიროვის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა თავისი დადგენილებით 1934 წლის 15 დეკემბერს უწოდა კიროვის ხიდი. აღნიშნული სახელწოდება მოქმედებდა 1991 წლის 4 ოქტომბრამდე, ამ დღეს კი ხიდმა დაიბრუნა ისტორიული სახელწოდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Богданов Г. И., Петров Ю. А., Ярохно В. И. Троицкий мост // Нева. — 1999.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 328—329. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 65. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Кочедамов В. И. Мосты Ленинграда. — Л.: Искусство, 1958. — 60 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება