ბლაგოვეშჩენსკის ხიდი

ბლაგოვეშჩენსკის ხიდი (რუს. Благовещенский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე ნევაზე. ერთმანეთთან აკავშირებს ვასილევსკისა და საადმირალოს მეორე კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 331 მეტრი, ხოლო სიგანე — 37 მეტრი. ეს არის პირველი მუდმივი ხიდი მდინარე ნევაზე. ხიდი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

ბლაგოვეშჩენსკის ხიდი
რუს. Благовещенский мо́ст
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°56′04″ ჩ. გ. 30°17′22″ ა. გ. / 59.93444° ჩ. გ. 30.28944° ა. გ. / 59.93444; 30.28944
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ისტორიული სახელწოდება ნიკოლაევსკის ხიდი,
ლეიტენანტ შმიდტის ხიდი
საპროექტო სახელწოდება ნევის ხიდი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია ნევა
სიგრძე 331 
სიგანე 37 
გზის ხაზების რაოდენობა 8
გახსნის თარიღი 1850 წ.
რეკონსტრუქცია 1936-1939, 2005-2007 წწ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802130000
ბლაგოვეშჩენსკის ხიდი — რუსეთი
ბლაგოვეშჩენსკის ხიდი
ბლაგოვეშჩენსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ბლაგოვეშჩენსკის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა რედაქტირება

ხიდი მდებარეობს ტრეზინის მოედნის უნივერსიტეტის სანაპიროსა და ლეიტენანტ შმიდტის სანაპიროსა და შრომის მოედნის ინგლისის სანაპიროს შორის.

უახლოესი მეტროსადგურია (1 კმ) „ვასილოოსტროვსკაია“.

სახელწოდება რედაქტირება

ხიდის საპროექტო სახელწოდება იყო ნევის ხიდი. გაიხსნა 1850 წლის 21 ნოემბერს და უწოდეს ბლაგოვეშჩენსკის ხიდი, მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბლაგოვეშჩენსკის მოედნისა და ხარების (რუს. Благовещенская) ეკლესიის გამო. იმპერატორ ნიკოლოზ I-ის გარდაცვალების შემდეგ, 1855 წელს უწოდეს ნიკოლაევსკის ხიდი. 1918 წლის 17 ნოემბერს ხიდს უწოდეს ლეიტენანტ შმიდტის ხიდი, კრეისერ „ოჩაკოვზე“ 1905 წლის აჯანყების მეთაურის პეტრე შმიდტის პატივისაცემად. 2007 წლის 14 აგვისტოს ხიდს დაუბრუნეს ისტორიული სახელწოდება.

ისტორია რედაქტირება

მუდმივი ხიდის აგებამდე 1727 წლიდან მოქმედებდა მოტივტივე ისააკის ხიდი, რომელიც დინების ზემოთ, სენატის მოედანთან მდებარეობდა.

1842 წლის 11 თებერვალს გზების მთავარმა სამმართველომ მორის დესტრემის ბრძანების შესაბამისად შეადგინა მუდმივი ხიდის პროექტი. ხიდის მშენებლობა დაიწყეს 1843 წლის 1 იანვარს. ხიდის გახსნა კი შედგა 1850 წლის 21 ნოემბერს (ძველი სტილით), ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე.

ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ხიდის მშენებლობაში ნიკოლოზ I-მა დააჯილდოვა ორდენებით და წოდებებით. ხიდის მშენებლობის პატივსაცემად მოიჭრა ვერცხლის სამახსოვრო მედალი.

1852წელს ხიდზე ააგეს მცირე ზომის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის სამლოცველო, რომელიც 1930 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია.

2007 წლის აგვისტოში დასრულდა ხიდის გრანდიოზული რეკონსტრუქცია, რომელიც 15 აგვისტოს გახსნა სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ვალენტინა მატვიენკომ.

კონსტრუქცია რედაქტირება

ხიდი რვამალიანია, ერთ-ერთი მალა იხსნება. ხიდის სიგრძეა 331 მეტრი, ხოლო სიგანე 37 მეტრი. მეტალის კონსტრუქციის მთლიანი წონაა 4 360 ტონა. ხიდის სავალი ნაწილი რვა ზოლიანია. სავალი ნაწილიც და ტროტუარც მოასფალტებულია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Богданов Г. И., Ярохно В.И. В гранит оделася Нева, мосты повисли над водами... : к 200-летию Петербургского государственного университета путей сообщения, 1809-2009, и 125-летию кафедры "Мосты" ПГУПС. — СПб.: Голанд, 2009. — 174 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 328—329. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 65. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Кочедамов В. И. Мосты Ленинграда. — Л.: Искусство, 1958. — 60 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება