პეტრე (XI საუკუნე)
პეტრე – საქართველოს მწიგნობართუხუცესი XI საუკუნის მესამე მეოთხედში, ერისკაცობაში პეტრიკი. პეტრეს ღვაწლი მიუძღვის ბიზანტია-საქართველოს პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობის განმტკიცებაში. 1054 წელს პეტრე და მისი ძმა იოანე (შემდგომში ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი) ბაგრატ IV-სა და დედოფალ მარიამს ახლდნენ კონსტანტინოპოლში ბიზანტიის იმპერატორთან. იქიდან პეტრესა და მის ძმას მატერიალური დახმარება გაუწევიათ ათონის ქართული მონასტრისათვის, რისთვისაც მათ დაუწესეს აღაპი. პეტრემ ერისკაცობაშივე მიიღო პატრიკის ტიტული. 1065 წელს უკვე ბერია და იხსენიება როგორც „პეტრე-პატრიკი პეტრიკ ყოფილი“. 1065 წელს პეტრე ძმასთან ერთად კონსტანტინოპოლში ახლდა უფლისწულ მართას, ძმებმა სააღაპე დღე დააწესეს გიორგი მთაწმიდლის სახელზე. 1085 იხსენიება როგორც „პეტრე ვესტი და მწიგნობართუხუცესი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 44.