პეტრე შალიკოვი
პეტრე შალიკოვი (დ. 1767 — გ. 16 (28) თებერვალი, 1852) — წარმოშობით ქართველი რუსი მწერალი, დიმიტრი შალიკაშვილის შვილიშვილი. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. იყო ნიკოლოზ კარამზინისა და სენტიმენტალიზმის მიმდევარი. წერილებში ქადაგებდა რეაქციულ იდეებს. პეტრე შალიკოვის ლექსების პირველი კრებული „თავისუფალ აზროვნებათა ნაყოფი“ 1799 წელს გამოიცა. 1802 წელს გამოიცა პეტრე შალიკოვის ლექსების კრებული „გრაციის ყვავილები“ და პროზაული ნაწარმოებები: „მოგზაურობა მალოროსიაში“ (1803–1804) და „მოგზაურობა კრონშტანდტში“ (1805). ეკუთვნის მემუარები „ისტორიული ცნობები ფრანგების მოსკოვში ყოფნის შესახებ 1812 წელს“. აქტიურად იყო ჩართული მოსკოვის ლიტერატურულ ცხოვრებაში. 25 წლის განმავლობაში რედაქტორობდა გაზეთს „Московские ведомости“ (1813–1836); გამოსცემდა ჟურნალებს: „Московский зритель“ (1806); „Аглая“ (1808–1812) და „Дамский журнал“ (1823–1833). 1819 წელს დაიბეჭდა მწერლის რჩეულ ნაწარმოებთა კრებული ორ ტომად.
პეტრე შალიკოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1767[1] ან 1768[1] |
გარდაცვალების თარიღი | 16 (28) თებერვალი, 1852[1] |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვის გუბერნია |
საქმიანობა | ჟურნალისტი, მწერალი და პოეტი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
შვილ(ებ)ი | Sofya Shalikova და ნატალია შალიკოვა[2] [3] |
ლიტერატურა
რედაქტირება- შადური ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 678.
- ჭიჭინაძე რ., პეტრე შალიკაშვილი, თბილისი, 1959
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Шаликов, Петр Иванович // Русский биографический словарь / под ред. А. А. Половцов — СПб: 1905. — Т. 22. — С. 492–496.
- ↑ В. Гарский Шаликова, Наталья Петровна // Русский биографический словарь / под ред. А. А. Половцов — СПб: 1905. — Т. 22. — С. 491.
- ↑ Шаликова, Наталья Петровна // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1903. — Т. XXXIX. — С. 109.