პეტრე ვოევოდინი
პეტრე ივანეს ძე ვოევოდინი (რუს. Пётр Иванович Воеводин; დ. 12 ივლისი, [ძვ. სტ. 30 ივნისი], 1884, სუმი — გ. 25 ნოემბერი, 1964, მოსკოვი) — საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, სოციალისტური შრომის გმირი (1964), კომპარტიის წევრი (1899 წლიდან).
პეტრე ვოევოდინი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 ივლისი, 1884 ან 30 ივნისი (12 ივლისი), 1884[1] |
დაბ. ადგილი | სუმი[2] |
გარდ. თარიღი | 25 ნოემბერი, 1964[2] [1] (80 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი[2] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი და სოციალისტური შრომის გმირი |
ბიოგრაფია
რედაქტირება13 წლისამ დაიწყო მუშაობა ქარხანაში ეკატერინოსლავში, სადაც 1899 წელს შევიდა სოციალ-დემოკრატ მუშათა წრეში. პარტიულ მუშაობას ეწეოდა ეკატერინოსლავში, სარატოვში, სამარაში, ჩიტასა და სხვა ქალაქებში. 1905 წლის ოქტომბერში ხელმძღვანელობდა სამარის ბოლშევიკთა კომიტეტის მებრძოლ რაზმს. იყო რეპრესირებული. 1912-1913 წლებში ემიგრაციაში გაემგზავრა ამერიკაში. 1913 წელს არალეგალურად დაბრუნდა რუსეთში, მუშაობდა ბაქოში, დააპატიმრეს. 1917 წლიდან იყო დასავლეთ ციმბირის და ურალის სამხარეო სასურსათო ეკონომიკური საბჭოს, 1918 წელს დასავლეთ ციმბირის საოლქო სახალხო მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარე. 1920 წელს მოსკოვი-ვინდავა-რიბინსკის რკინიგზის მთავარი კომისარი. სრულიად რუსეთის ცაკის წევრი. 1920 წლიდან სამეურნეო და ლიტერატურულ-საგამომცემლო სამუშაოზეა. იყო ჟურნალების ელეკტრიფიკაციის და ელეკტრიჩესტვოს რედაქტორი. 1940 წლიდან პერსონალური პენსიონერი სკკპ XXII ყრილობის დელეგატი დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, აგრეთვე მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 440.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ 2.0 2.1 2.2 Воеводин Пётр Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.