პეტრე დონაური (შვილი)
პეტრე პეტრეს ძე დონაური (რუს. Пётр Петрович Донауров; დ. 24 იანვარი, 1842 — გ. 1891) — რუსი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი. წარმოშობით ქართველი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაპეტრე დონაური (დონაუროვი), ვლადიმირისა და სანქტ-პეტერბურგის სამოქალაქო გუბერნატორის პეტრე მიხეილის ძე დონაურის ვაჟი, დაიბადა 1842 წლის 24 იანვარს. მოინათლა მოსკოვის ლუბიანკას ეკლესიაში.
1857 წლის 20 თებერვალს ჩაირიცხა პაჟთა კორპუსში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1860 წლის 16 ივნისს კორნეტის ჩინით მოხვდა ნარვის ჰუსართა პოლკში. 1862 წლის 25 თებერვალს მიიღო პორუჩიკის ჩინი. 1866 წლის 12 მარტს გახდა შტაბს-როტმისტრი. 1867 წლის 12 თებერვალს დააჯილდოვეს წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით. 1868 წლის 19 თებერვალს მიენიჭა როტმისტრის წოდება და იმავე წლის მარტში დაინიშნა პოლკის აუდიტორად. 1870 წლის 12 აპრილს დაინიშნა ვილნოს სამხედრო ოლქის შტაბის უფროს ადიუტანტად და ჩაირიცხა არმიის კავალერიაში. 1873 წლის 30 აგვისტოს დააწინაურეს პოდპოლკოვნიკად. 1875 წლის ივლისიდან იყო სპეციალური დავალებების ოფიცერი ვილნოს სამხედრო ოლქის მეთაურის განკარგულებაში.[1][2] ზოგიერთი წყაროს ცნობით, მას ჰქონდა გენერალ-მაიორის ჩინი.[3][4]
სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ მიანიჭეს „კოლეჟსკი სოვეტნიკის“ სამოქალაქო წოდება. 1886 წელს პეტრე დონაური იყო ნოვგოროდის სახელმწიფო პალატის მე-2 განყოფილების საგადასახადო ინსპექტორი სტარორუსკისა და დემიანსკის ოლქებში.
დაქორწინებული იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის, გროდნოს გუბერნატორის, ასულ ევდოკია ბაზილევსკაიაზე, რომლისგანაც შეეძინა ორი ქალიშვილი — მარია და ევდოკია.
პეტრე დონაური გარდაიცვალა 1891 წელს. სავარაუდო დაკრძალვის ადგილად მიჩნეულია ნოვგოროდის წმინდა ანტონის მონასტრის ტერიტორია.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Донауров Пётр Петрович (1843-1891). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-26. ციტირების თარიღი: 2023-07-27.
- ↑ 2.0 2.1 Кульбака Н., История дворянского рода Донауровых. – М., 2013. сс. 63-64.
- ↑ Список генеральских чинов российской императорской армии и флота
- ↑ Руммель, В.В. Родословный сборник русских дворянских фамилий: в 2-х томах / В.В. Руммель, В.В. Голубцов. - Спб. - Изд. А.С. Суворина. - 1886. Т. 1. - С. 239.