ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პერჩ ზეიტუნციანი (სომხურად: Պերճ Արմենակի Զեյթունցյան დ. 18 ივლისი, 1938 — 21 აგვისტო, 2017)[5] — სომეხი დრამატურგი და სცენარისტი, რომელიც 1990 –1991 წლებში სომხეთის კულტურის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.[6]

პერჩ ზეიტუნციანი
სომხ. Պերճ Արմենակի Զեյթունցյան
დაბადების თარიღი 18 ივლისი, 1938(1938-07-18)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ალექსანდრია[2] [3]
გარდაცვალების თარიღი 21 აგვისტო, 2017(2017-08-21)[4] [1] (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი ერევანი
საქმიანობა მწერალი[2] , მთარგმნელი[2] , პუბლიცისტი[3] და სცენარისტი
ეროვნება სომხები[2]
მოქალაქეობა Kingdom of Egypt
 სსრკ
 სომხეთი
ალმა-მატერი პიატიგორსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი[2] და სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლესი კურსები
ჯილდოები ერევნის საპატიო მოქალაქე, წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენი, სომხეთის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე[3] , მოსე ხორენაცის მედალი, Q23090813? და ღირსების ორდენი
შვილ(ებ)ი Zara Zeitountsian

ადრეული წლები და შემოქმედება

რედაქტირება

ზეიტუნციანი დაიბადა ალექსანდრიაში, ეგვიპტეში 1938 წელს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძლიერი ეკონომიკური სიდუხჭირის პერიოდში მისი ოჯახი საბჭოთა სომხეთში გადავიდა საცხოვრებლად. ზეითუნციანი ერევნის აღაიანის სკოლაში სწავლობდა და სწორედ ამ პერიოდში გამოსცა მან პირველი მოთხრობა ,,ნვერე" (საჩუქარი) (1953). რამდენიმე წლის შემდეგ მან გამოაქვეყნა თავისი პირველი კრებული ,,ნრა არაჯინ ენკერე" (მისი პირველი თანამგზავრი). ამ უკანასკნელმა ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა, რის შემდეგაც მან გამოაქვეყნა რომანებისა და ნოველების სერია, მათ შორის ,,მერ ტაღი ძაინერე" (ჩვენი მეზობლების ხმა) (1959), ,,მეზანიტზ ჰეტო" (ჩვენს შემდეგ) (1963), პარიზი ჰამარ (პარიზისთვის) (1965), ,,კლოდ რობერტ ისრლი კამ ხ დარი ლეგენდ" (კლოდ რობერტი ან მეოცე საუკუნის ლეგენდა) (1975), ,,არშაკ ერკრორდ: (არშაკ მეორე), ,,ვერჯინ არევაგალე" (ბოლო ცისკარი) (1989) და ,,გოღაცვაც ძიუნე'' (მოპარული თოვლი) (1995).

თეატრალური შემოქმედება

რედაქტირება

ზეიტუნციანმა დაწერა პირველი თეატრალური ნაწარმოები "ამენათხურ მარდე" (ყველაზე მწუხარე ადამიანი) 1974 წელს. ნაწარმოები იყო ტრაგიკომედია, რომელიც ერევანში დაიდგა და მას შემდეგ, მისი ათი პიესა შეიქმნა, რომლებიც მოგვიანებით სომხეთის რესპუბლიკაში გამოცა. მათ შორისაა: ,,ავერვაც კაღაკი არასპელე" (დანგრეული ქალაქის ლეგენდა) (1975), ,,არცვაცნერი კანჩე" (ღმერთების ძახილი), ,,ანვარტ მენახოსიტიუნ" (დაუსრულებელი მონოლოგი) (1981), ,,მექ ირუტიუნე" (დიდებული სიჩუმე) (1984), ,,ოტკი დატარანნ ე გალის" (ყველას აღზევება, სასამართლო სხდომა) (1988) და ,,ცნველ ე ი მაჰაცელ" (დაბადებული და გადაცვლილი) (1995).

მისი შემოქმედების მნიშვნელობა

რედაქტირება

ზეიტუნციანის ნამუშევრების უმეტესობაში განმეორებადი თემა იყო ცალკეულ ინდივიდებსა და საზოგადოების შორის დამოკიდებულება. მისი პიესების უმეტესობა ინსპირირებულია სომხეთის ისტორიიდან, განსაკუთრებით ისტორიული ეპიზოდებიდან, რომლებიც თანამედროვე თემებს ეხება. მის ბოლოდროინდელ პროზაულ და თეატრალურ ნაწარმოებებში ერთ-ერთი მთავარი თემაა სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში. მისი რომანი „ბოლო ცისკარი“, ასევე პიესები „დიდი სიჩუმე და აღზევება“ სასამართლო პროცესს ასახავს. ეს სპექტაკლები ხშირად შესრულებულა როგორც სომხეთში, ასევე ისეთ ქვეყნებში სადაც სომხური დიასპორის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

ფილმი და უკანასკნელი ნამუშევრები

რედაქტირება

1964 წელს მოსკოვში სცენარისტის შემსწავლელი კურსის დასრულების შემდეგ, ზეითუნციანი მუშაობდა ერევნის ჰაიფილმის ცენტრში, რის შემდეგაც შემდეგ გახდა 1968-1975 წლებში ერევნის სტუდიის სამხატვრო ფილმების განყოფილების უფროსი რედაქტორი. ფილმი ერევანიან ორერი ხრონიკა (ერევნის დღეების ქრონიკა) (1973) გადაღებულია მისი სცენარის მიხედვით. მან ასევე დაწერა არაერთი სიტყვით გამოსვლა და საგაზეთო სტატიები, რომლებიც ფოკუსირებული იყო სომეხ პოლიტიკურ თემებზე, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკას ეხება. ამ ნამუშევრების ერთმა კრებულმა, სახელწოდებით ცულერე დერ აინტეღ ენ (ხარები ჯერ კიდევ აქ არიან) (1990) მოიგო რესპუბლიკის ჟურნალისტთა კავშირის ოქროს კალმის პრემია. პერჩმა მას შემდეგ მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის სომხეთის სახელმწიფო პრემია, სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო.

1975 წელს ზეიტუნციანი გახდა სომხეთის მწერალთა კავშირის აღმასრულებელი მდივანი, სადაც თანამდებობა 1981 წლამდე ეკავა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პერჩ ზეიტუნციანი სომხეთის რესპუბლიკის კულტურის პირველი მინისტრი გახდა.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Հայկական համառոտ հանրագիտարանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 2.
  4. Perch Zeytuntsyan dies aged 79
  5. "Perch Zeytuntsyan is 70. The president congratulated him". Panorama.am. July 18, 2008. Retrieved August 6, 2010.
  6. "Perch Zeytuntsyan: high and mighties are not touched by art". PanARMENIAN.Net. April 26, 2010. Retrieved August 6, 2010.
  7. Parlakian, Nishanm and Cowe, S. Peter, eds. Modern Armenian Drama: An Anthology. New York: Columbia University Press, 2001. Print.