პიატიგორსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პიატიგორსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პიატიგორსკში.

პიატიგორსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აღნიშნული უნივერსიტეტი დაარსდა 1939 წელს, „პიატიგორსკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის“ სახელით. 1961 წელს მას ეწოდა „პიატიგორსკის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი“. 1995 წელს ეწოდა „პიატიგორსკის სახელმწიფო ენობრივ უნივერსიტეტი“, ხოლო 2016 წელს მას ეწოდა „პიატიგორსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

სტრუქტურა

რედაქტირება

2009 წლისთვის უნივერსიტეტს 10 ფაკულტეტი ჰქონდა. 2010 წლის დასაწყისში ფაკულტეტების ბაზაზე შეიქმნა ინსტიტუტები და უმაღლესი სკოლები, რომელთაგან თითოეული მოიცავდა ერთ-ერთ ფაკულტეტს. გარდა ამისა, უნივერსიტეტს აქვს განვითარებული წინასაუნივერსიტეტო, დიპლომისშემდგომი და დამატებითი განათლების სისტემა, ასევე ნოვოროსიისკის ფილიალი. დღეისათვის პიატიგორსიკის სახელმიწიფო უნივერსიტეტში სულ მოქმედებს 34 განყოფილება.

საგანმანათლებლო ინსტიტუტები და უმაღლესი სასწავლებლები:

  • დისტანციური სწავლებისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი;
  • საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი [1];
  • საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიის დეპარტამენტი;
  • კონფლიქტოლოგიის დეპარტამენტი;
  • მსოფლიო ეკონომიკის დეპარტამენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • სამართლის ინსტიტუტი;
  • რომანო-გერმანული ენების, ინფორმაციისა და ჰუმანიტარული ტექნოლოგიების ინსტიტუტი;
  • გერმანული და ინგლისური ენების ფაკულტეტი;
  • საერთაშორისო რეკლამის განყოფილება;
  • ინოვაციების დეპარტამენტი;
  • ესპანური და ინგლისური ფაკულტეტი;
  • ინფორმაციისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
  • სოციალური ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
  • ფრანგული და ინგლისური ენის ფაკულტეტი;
  • სპორტისა და ტურიზმის მენეჯმენტის დეპარტამენტი;
  • უცხო ენებისა და საერთაშორისო ტურიზმის ინსტიტუტი [2];
  • ინგლისური და რომანული ენების ფაკულტეტი;
  • ეკონომიკის დეპარტამენტი;
  • საერთაშორისო მომსახურების, ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის დეპარტამენტი;
  • საბაჟო დეპარტამენტი;
  • ენათმეცნიერების და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
  • კომუნიკაციის მენეჯმენტის დეპარტამენტი;
  • თარგმნისა და მულტილინგვიზმის ინსტიტუტი [3];
  • მთარგმნელობითი ფაკულტეტი;
  • მულტილინგვიზმის განყოფილება;
  • ლიტერატურული შემოქმედების დეპარტამენტი;
  • აღმოსავლური ენებისა და კულტურების დეპარტამენტი;
  • ფილოლოგიის ფაკულტეტი;
  • მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა [4];
  • საჯარო სამსახურისა და მენეჯმენტის დეპარტამენტი;
  • ისტორიის დეპარტამენტი;
  • თეოლოგიისა და ფილოსოფიის კათედრა;
  • აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილება;
  • სოციალური მუშაობის დეპარტამენტი;
  • ფსიქოლოგიური და პედაგოგიური განათლების განყოფილება;
  • დიზაინისა და არქიტექტურის უმაღლესი სკოლა.

უნივერსიტეტის მასშტაბით განყოფილებებს განსაკუთრებული სტატუსი აქვთ: აღმოსავლური ენებისა და კულტურების დეპარტამენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელიც იმყოფება რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში და ინსტიტუტში.

უნივერსიტეტის ცნობილი პედაგოგები იყვნენ: დიმიტრი მორდუხაი-ბოლტოვსკი (1876-1952) - რუსი მათემატიკოსი, სიცოცხლის ბოლო წლებში (1950-1952) ასწავლიდა პედაგოგიურ ინსტიტუტში; ალექსანდრე სელიხანოვიჩი (1880-1968)-რუსი საბჭოთა პედაგოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგიკის ისტორიკოსი, პროფესორი (1920).

უნივერსიტეტი დღეს

რედაქტირება

2008 წელს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა რუსეთის სავაჭრო – სამრეწველო პალატის სერტიფიცირება და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო 2009 წელს მიენიჭა სპეციალური დიპლომი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში დიდი წვლილისთვის, ფილოლოგიისა და ენათმეცნიერების დარგში სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის. 2011 წლის ოქტომბერში, შემდეგ კი 2014 წლის ოქტომბერში, რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ კვლავ შეიტანა უნივერსიტეტი თავის რეესტრში და გასცა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მაღალ დონესა და ხარისხს.

მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 2009 წლის მარტში რექტორის, პროფესორ ალექსანდრე გორბუნოვი რუსეთის 23 უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში შეყვანა, რომელთა შორის პიატიგორსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტი იყო ჩრდილოეთ კავკასიაში, უნივერსიტეტის რექტორთა პირველ ფორუმში „იბეროამერიკა-რუსეთი“, რომელიც ჩატარდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ესპანეთის სამეფოში სახელმწიფო ვიზიტისა და მეფე ხუანთან შეხვედრის ფარგლებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Институт международных отношений. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-04. ციტირების თარიღი: 2012-11-05.
  2. Институт международного сервиса, туризма и иностранных языков. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-04. ციტირების თარიღი: 2012-11-05.
  3. Институт переводоведения и многоязычия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-04. ციტირების თარიღი: 2012-11-05.
  4. Высшая школа управления. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-11. ციტირების თარიღი: 2020-10-02.