პერლისი (მალ. Perlis, ჯავი: يرلس) — მალაიზიის სასულთნო. მალაიზიის 13 შტატიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კანგარი. მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულის ცენტრალურ და მალაიზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

მალაიზიის შტატი
პერლისი
მალ. Perlis
ჯავი: يرلس
დროშა გერბი

ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ადმ. ცენტრი Kangar
კოორდინატები 6°30′00″ ჩ. გ. 100°15′00″ ა. გ. / 6.50000° ჩ. გ. 100.25000° ა. გ. / 6.50000; 100.25000
მმართველი Sirajuddin I of Perlis
ფართობი 795 კმ²
მოსახლეობა 231 541 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 291,25 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 04
საფოსტო ინდექსი 01000–01999
საავტომობილო კოდი R
ოფიციალური საიტი perlis.gov.my
პერლისი — ინდონეზია
პერლისი

საერთო მონაცემები

რედაქტირება

პერლისი — მალაიზიის 13 შტატიდან ყველაზე პატარაა. სახელმწიფო წყობილებაა — რაჯანატი (კონსტიტუციური მონარქია). შტატის მეთაური ატარებს რაჯას ტიტულს. ამჟამად სახელმწიფოს მეთაურია — რაჯა ტუანტკუ საიედ სურაჰუდინი.

შტატის ფართობი არის 795 კმ². მოსახლეობის რაოდენობა — 204 450 ადამიანი (2000 წ.). მოსახლეობის სიმჭიდროვე — 257 ად./კმ². შტატის უმეტესობას წარმოადგენენ მალაიელები (78 %), ჩინელები — 17 %, დაახლ. 2 % ინდიელები. ქალაქის მოსახლეობა — 34,3 %. შტატის მთავარი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია — კანგარი. ასევე მნიშვნელოვანი ქალაქებია პადანგ-ბესარიკუალა-პერლისი.

პერლისის შტატის ეკონომიკის ძირითადი დარგებია სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა.

გეოგრაფია

რედაქტირება

პერლისის შტატი მდებარეობს დასავლეთ მალაიზიაში, მალაკის ნახევარკუნძულზე. შტატის ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი ასევე არის მალაიზიისა და ტაილანდის სახელმწიფო საზღვარი. სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება მალაიზიის შტატი კედაჰი. დასავლეთიდან ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე.

წარსულში შტატი წარმოადგენდა კედაჰის სამთავროს ნაწილს. 1821 წელს კედაჰი დაიპყრო სიამმა (ამჟამად ტაილანდი). 1826 წელს ინგლისსა (რომელიც გაძლიერდა მალაკის ნახევარკუნძულის სამხრეთში) და ტაილანდს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ახალი საზღვარი საერთაშორისოდ აღიარებული გახდა. კედაჰის სულთანი აჰმედი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა სიამის სამეფოს, იძულებული გახდა დანებებოდა. ამ პერიოდში კედაჰის სამთავროს ტერიტორიის ნაწილზე ჩამოყალიბდა პერლისის სამეფო, რომელსაც სათავეშიც რაჯას ტიტულით 1843 წელს ჩაუდგა აჰმედის შვილიშვილი საიდ ჰუსაინი. 1909 წელს სიამი იძUლებული გახდა კედაჰზე და პერლისზე უარი ეთქვა დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ. 1910 წელს პერლისი გახდა ბრიტანეთის პროტექტორატი. მეორე მსოფლიო ომის დროს ინფგლისელები 1942 წელს გააძევეს იაპონელმა ოკუპანტებმა, რომლებმაც 1943 წელს პერლისი გადასცეს სიამის სამეფოს, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პერლისი კვლავ ინგლისელებს დაუბრუნდათ.

1957 წელს პერლისი მალაიის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო 1963 წლიდან მალაიზიის შემადგენლობაშია.

მოსახლეობა

რედაქტირება

პერლისის შტატის ეროვნული შემადგენლობა 2000 წლისათვის ასეთია: მალაიები (174 805 ან 79.74%), ჩინელები (21 058 ან 9.6%), ინდოელები (2 658 ან 1.21%) და სხვა (20 690 ან 9.45%).

2010 წლისათვის პერლისის შტატის მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა ასეთია: 87.9% არის მუსლიმი, 10.0% ბუდისტი, 0.8% ჰინდუ, 0.6% ქრისტიანი, 0.2% ტაოისტი ან ჩინური რელიგიის მიმდევარი, 0.3% სხვა რელიგიის მიმდევარი, ხოლო 0.2% რელიგიის გარეშე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება