პერატეია
პერატეია (ბერძ. Περατεία; „[ზღვის] გადაღმა მხარე“) — ტრაპიზონის იმპერიის ზღვის გადაღმა ადმინისტრაციული ერთეული. მოიცავდა შავი ზღვის ჩრდილოეთ მხარეს, ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქებს: ქერსონეს, ქერჩს და ნახევარკუნძულის შიდა ტერიტორიბს. 1204 წელს, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინეპოლის აღებამდე, ტერიტორია შესაძლოა ბიზანტიის იმპერიის; ხალდიის თემის მიერ იმართებოდა.
გენუელებისა და თათრების წნეხის ქვეშ, ტრაპიზონის მართველობა, პერატეიაში თავდანვე სუსტი იყო. 1223 წელს პერატეიას სანაპირო, თურქ-სელჩუკებმა დაარბიეს და მანდ სუდაკის ციხე ააგეს; საიდანაც ყირიმის ვაჭრობას, ტრაპიზონდიდან სელჩუკების მართველობის ქვეშ მყოფ სინოპში ეზიდებოდნენ. ამის შემდეგ ტერიტორია წარმოშობით ტრაპიზუნტელი მაგნატების, გაბრების მიერ იმართებოდა. მოგვიანებით აქ თეოდოროს სამთავრო ჩამოყალიბდა.