პენჟინის ქედი
პენჟინის ქედი[1] (რუს. Пенжинский хребет) — ქედი ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში, ძირითადად კამჩატკის მხარეში. გადაჭიმულია 420 კმ-ზე,[2] სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით,[3] ოხოტის ზღვის პენჟინის უბესა და მდინარე პენჟინის ხეობას შორის. გამოყოფს პენჟინის დაბლობსა და პარაპოლის ბარს. სიმაღლე 1059 მ-მდე. დასერილია პენჟინის აუზის მდინარეებით. მკაცრი კლიმატის, მრავალწლოვანი გამყინვარებისა და მუდმივი ძლიერი ქარების პირობებში მცენარეული საფარი დაჩაგრულია. ფერდობების ქვედა ნაწილში, 700 მ-მდე სიმაღლეზე დამახასიათებელია ქონდარა ფიჭვის მეჩხერი რაყები, უფრო მაღლა — ბალახოვან-ლიქენიანი ტუნდრის ლანდშაფტები.[2]
პენჟინის ქედი | |
---|---|
რუს. Пенжинский хребет | |
კოორდინატები: 62°30′ ჩ. გ. 167°00′ ა. გ. / 62.500° ჩ. გ. 167.000° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კამჩატკის მხარე |
უმაღლესი წერტილი | 1059 მ |
სიგრძე | 420 კმ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 161.
- ↑ 2.0 2.1 Пенжинский хребет // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 552.
- ↑ Парапольский дол // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 312.