პენჟინა[1] (რუს. Пенжина) — მდინარე რუსეთში, კამჩატკის მხარეში. სიგრძე 713 კმ, აუზის ფართობი 73,5 ათ. კმ². სათავეს იღებს კოლიმის მთიანეთზე, ზემო წელზე მიედინება ღრმა ხეობაში, ქვემოთ — მთათაშორის ქვაბულში, ჩაედინება პენჟინის უბეში (ოხოტის ზღვა). იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. წყლის საშუალო მრავალწლოვანი ხარჯი დაახლ. 680 მ³/წმ. იყინება ნოემბერში, ლღვება მაისში – ივნისის დასაწყისში. ძირითადი შენაკადებია: შაიბოვეემი, კონდირევა, ოკლანი (მარჯვენა), აიანკა, ჩორნაია, ბელაია/პალმატკინა (მარცხენა). დასაცურებელი და სანაოსნოა.[2]

პენჟინა
რუს. Пенжина
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები კამჩატკის მხარე
მარჯვენა შენაკადები შაიბოვეემი, კონდირევა, ოკლანი
მარცხენა შენაკადები აიანკა, ჩორნაია, ბელაია
სათავე კოლიმის მთიანეთი
64°54′45″ ჩ. გ. 163°31′22″ ა. გ. / 64.91250° ჩ. გ. 163.52278° ა. გ. / 64.91250; 163.52278
შესართავი პენჟინის უბე
62°28′24″ ჩ. გ. 165°17′06″ ა. გ. / 62.47333° ჩ. გ. 165.28500° ა. გ. / 62.47333; 165.28500
სიგრძე 713 კმ
აუზის ფართობი 73,5 ათ. კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 680 მ³/წმ
პენჟინა — რუსეთი
პენჟინა
პენჟინა
— სათავე, — შესართავი
link=commons:Category:{{{Commons}}} პენჟინა ვიკისაწყობში
  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 161.
  2. Пенжина // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 552.