ბელაია (პენჟინის შენაკადი)
ბელაია[1] (რუს. Белая; მდ. ესოვეემის შერთვამდე — პალმატკინა) — მდინარე რუსეთში, კამჩატკის მხარეში, მდ. პენჟინის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 304 კმ, აუზის ფართობი 13 800 კმ². სათავეს იღებს კორიაკთა მთიანეთზე, მიედინება პარაპოლის ბარში, პენჟინის ქედის გასწვრივ, რომელსაც შესართავთან ახლოს კვეთს. იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით.[2]
ბელაია რუს. Белая | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | კამჩატკის მხარე |
სათავე |
კორიაკთა მთიანეთი 62°46′13″ ჩ. გ. 166°20′07″ ა. გ. / 62.77028° ჩ. გ. 166.33528° ა. გ. |
შესართავი |
პენჟინა 62°29′52″ ჩ. გ. 166°20′07″ ა. გ. / 62.49778° ჩ. გ. 166.33528° ა. გ. |
სიგრძე | 304 კმ |
აუზის ფართობი | 13 800 კმ² |
მდინარის სისტემა | პენჟინა → ოხოტის ზღვა |
— სათავე, — შესართავი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 31.
- ↑ Белая // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 3 — М., 1970.