პარაპოლის ბარი[1] (რუს. Парапольский дол) — ვიწრო მთათაშორისი ღრმული რუსეთში, კამჩატკის მხარეში. გამოყოფს პენჟინის ქედსა და კორიაკთა მთიანეთს, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენაა გადაჭიმული. სამხრეთი ნაწილი მდებარეობს კამჩატკის ყელზე და ციცაბოდ აწყდება ოხოტის ზღვის პენჟინის უბეს. სიგრძე დაახლ. 425 კმ. გაბატონებული სიმაღლე 50–200 მ-ია. მიედინება მდინარეები პალმატკინა (ჩრდილოეთში), კუიული და პუსტაია (სამხრეთში). ძირის ბრტყელ ზედაპირზე მრავალი ტბა და ჭაობია. განვითარებულია მრავალწლოვანი მზრალობა. ფერდობებზე ჭარბობს ტუნდრის ლანდშაფტები; ადგილ-ადგილ ქონდარა ფიჭვის რაყებია.[2]

პარაპოლის ბარი
რუს. Парапольский дол
კოორდინატები: 61°17′48″ ჩ. გ. 164°43′05″ ა. გ. / 61.29667° ჩ. გ. 164.71806° ა. გ. / 61.29667; 164.71806
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კამჩატკის მხარე
სიმაღლე 50–200 
სიგრძე 425 კმ
ჰიდროგრაფია მდ. პალმატკინა, კუიული, პუსტაია; მრავალი ტბა და ჭაობი
პარაპოლის ბარი — რუსეთი
პარაპოლის ბარი
  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 159.
  2. Парапольский дол // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 312.