პელტიეს ეფექტი
პელტიეს ეფექტი — თერმოელექტრული მოვლენა, რომლის დროსაც სითბო გამოიყოფა ან შთაინთქმება ორი სხვადასხვანაირი გამტარის კონტაქტში (ნარჩილში) ელექტრული დენის გავლისას. დენის მიმართულების შეცვლისას სითბოს გამოყოფა იცვლება შთანთქმით. აღმოაჩინა ჟ. პელტიემ 1834 წელს.
გამოყოფილი ან შთანთქმული Q სითბო ნარჩილში გამავალი q მუხტის სიდიდის პროპორციულია:
- ,
სადაც არის გამოყოფილი ან შთანთქმული სითბოს რაოდენობა, — დენის ძალა, — დენის გავლის დრო, — პელტიეს კოეფიციენტი.
- ,
სადაც არის აბსოლუტური ტემპერატურა K-ით, ხოლო — გამტართა თერმოელექტრული კოეფიციენტების სხვაობა.
პელტიეს ეფექტი განსაკუთრებით დიდია ნახევარგამტარებში, რის გამოც მას იყენებენ გამთბობ და მაცივებელ ნახევარგამტარიან ხელსაწყოებში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 15.