პეკანი
პეკანი (Carya illinoensis, ადრე Carya olivaeformis, Carya pecan) — ხე კაკლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 50 მ აღწევს, დიამეტრი 2-2,5 მ. კენტფრთისებრი ფოთლები აქვს. ნაყოფი კურკიანასებრია („კაკალი“).
პეკანი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Carya illinoensis | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 62019622 | ||||||||||||||
|
თესლი იჭმება, შეიცავს 70%-მდე ზეთს. ბუნებრივად იზრდება ჩრდილოეთი ამერიკის ტყეებში. ძველთაგანვე ბევრ ქვეყანაშია კულტივირებული.
მოჰყავთ კავკასიაში (დასავლეთ საქართველოშიც), იშვიათად უკრაინასა და შუა აზიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 12.