პედრუ ალვარიშ კაბრალი
პედრუ ალვარიშ კაბრალი (პორტ. Pedro Álvares Cabral; დ. 1467/68 ბელმონტი, პორტუგალია — გ. 1520, სანტარენი, პორტუგალია) — პორტუგალიელი ზღვაოსანი და მოგზაური. მან ჩაატარა ექსპედიცია სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროებზე და ეს ტერიტორიები პორტუგალიის საკუთრებად გამოაცხადა.
პედრუ ალვარეშ კაბრალი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Pedro Álvares Cabral |
დაბადების თარიღი |
1467/1468 ბელმონტი |
გარდაცვალების თარიღი |
1520 სანტარენი |
ეროვნება | პორტუგალიელი |
საქმიანობა | მოგზაური |
მოგზაურობა
რედაქტირება1500 წელს, მას შემდეგ, რაც ვასკო და გამამ კეთილი იმედის კონცხის გავლით აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა პირველად გაიარა, კაბრალი იმ ექსპედიციის მეთაურად დანიშნეს, რომელსაც უნდა გაეკვლია გზა ინდოეთისაკენ. თავდაპირველად, მისი ფლოტი, დასავლეთით, ატლანტის ოკეანისკენ გაემართა და ბრაზილიაში ჩავიდა, რომელიც ტორდესილასის ხელშეკრულების მიხედვით გამყოფი ხაზის აღმოსავლეთით მდებარეობდა და კაბრალმა ის პორტუგალიის საკუთრებად გამოაცხადა.
შემდგომ კეთილი იმედის კონცხს მიაშურა, სადაც რამდენიმე გემი დაკარგა, რომელთაგან ერთ-ერთის კაპიტანი ბარტოლომეუ დიაში იყო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კაბრალი დაარქივებული 2015-11-01 საიტზე Wayback Machine.
- პედრუ ალვარიშ კაბრალი — ენციკლოპედია ბრიტანიკა