პედრო II (არაგონი)
პედრო II კათოლიკე (ესპ. Pedro II el Católico, კატ. Pere el Catòlic; დ. 1174/1176 — გ. 12 სექტემბერი, 1213) — არაგონის მეფე, ბარსელონის, ჟერონის, ოსონის, ბაზალუს, სერდანის, რუსილიონის, პალარსის და რიბაგორსის გრაფი 1196 წლიდან, მონპელიეს სენიორი 1204 წლიდან, რომის პაპის პირველი ვასალი არაგონის მეფეებს შორის, აქტიური მებრძოლი და ჯვაროსნული ლაშქრობების მონაწილე.
პედრო II კათოლიკე | |
---|---|
Pedro II el Católico | |
არაგონის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1196 |
მმართ. დასასრული: | 1213 |
წინამორბედი: | ალფონსო II |
მემკვიდრე: | ხაიმე I დამპყრობელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1174/1176 |
დაბ. ადგილი: | მონბლანი/უესკა |
გარდ. თარიღი: | 12 სექტემბერი, 1213 |
გარდ. ადგილი: | მიურე |
დინასტია: | ბარსელონის დინასტია |
მამა: | ალფონსო II |
დედა: | სანჩა კასტილიელი |
რელიგია: | კათოლიკე |
მშობლები და მეფობის დაწყება
რედაქტირებაპედროს მამა იყო ალფონსო II, ბარსელონის გრაფის ვაჟი. პირველი საერთო მონარქი არაგონის, კატალონიისა და ბარსელონის დინასტიის. დედა - სანჩა კასტილიელი (1154-1208) კასტილიის მეფის ალფონსო VII-ს ქალიშვილი. პედრო II ტახტზე ავიდა 1196 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ. 1197 წელს მან გამოსცა კანონი ერეტიკოსების წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა მათ სამეფოს დატოვებას, ბარსელონის გარდა, ცეცხლზე დაწვის შიშით. 1200 წელს პედრო II-მ დადო ზავი კასტილიის მეფე ალფონსო VIII-სა და ლეონის მეფე ალფონსო IX-თან ნავარის წინააღმდეგ. თავს დაესხა ამ უკანასკნელს, მოკავშირეებმა წაართვეს მას ზოგიერთი ტერიტორია.
რომის პაპის ვასალი
რედაქტირება1204 წლის 4 თებერვალს, არაგონის მეფემ პედრომ რომიდან ჩამოიტანა ვასალური ფიცი პაპი ინოკენტი III-ის მიერ. რომის პაპს პედრო შეჰპირდა, რომ გადაიხდიდა ყოველწლიურ შესაწიერს და იბრძოლა მავრების განდევნისთვის. ამისათვის მან მიიღო ტიტული „რწმენის დამცველი“ და მეტსახელად კათოლიკე. ზუსტად არ არის ცნობილი ნამდვილი მოტივები, რომელმაც პედრო მიიყვანა ასეთ გადაწყვეტილებამდე. პედრო II-ს უნდოდა სათავისოდ გადაეწყვიტა თავისი პოლიტიკური პრობლემები სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიებზე.
ალბიგოელების ჯვაროსნული ლაშქრობა
რედაქტირება1209 წელს პაპმა ინოკენტი III-მ გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობა სამხრეთი საფრანგეთის ერეტიკოსების წინააღმდეგ. პედროს სხვა ინტერესებიც ჰქონა სამხრეთ საფრანგეთის მიმართ. თავიდან მან ნეიტრალიტეტი დაიჭირა ჯვაროსნების მიმართ, როცა კაკარკასონთან მივიდნენ, მას უნდოდა მხარი დაეჭირა იქ შეფარებული ვასალისთვის, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. 1211 წელს მან მიიღო ფიცი სიმონ დე მონფორისაგან. იგი შეჰპირდა, თავის ვაჟის ხაიმეს და მონფორის ქალიშვილის დაქორწინებას და ამის დასამტკიცებლად გადასცა თავისი ვაჟი თავდებად. 1212 წელს მავრებზე ლაშქრობის შემდეგ, მოქალაქეების თხოვნით აიღო ტულუზა.
1213 წლის 12 სექტემბერს მიურეს ციხესიმაგრეში გაიმართა ბრძოლა. ჯვაროსნებმა გაიმარჯვეს, ხოლო მეფე პედრო ბრძოლაში დაიღუპა.
ქორწინება
რედაქტირება1204 წელს პედრო II დაქორწინდა მარია დე მონპელიეზე, გილიომ VIII-ის ქალიშვილზე, ამით პედრომ კატალონიას მონპელიე შეუერთა. ამ კავშირის შედეგად დაიბადა ორი შვილი სანჩა (1205-1206) და ხაიმე (1208-1276), რომელსაც დარჩა ტახტი და ისტორიაში შევიდა როგორც ხაიმე I დამპყრობელი, იგი ისე ცუდად ექცეოდა ცოლს, რომ რომში საჩივლელად წავიდა. აქ მან მოითხოვა გაყრა, მაგრამ 1213 წელს მარია დე მონპელიე რომში გარდაიცვალა.