ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალფონსო II (ესპ. Alfonso II) (1157 - 1196) — არაგონის მეფე 1162 - 1196 წლებში, რაიმუნდ ბერენგარ ბარსელონელისა და დედოფალ პეტრონილას ვაჟი. იქორწინა მატილდა პორტუგალელზე და 1174 წელს სანციაზე, კასტილიის მეფის ალფონსო VII-ს ასულზე (1154 - 1208).

ალფონსო II არაგონელი

ალფონსო გულადი მეფე იყო და ტრუბადურებისადმი მოწყალე. იგი წარმატებით იბრძოდა მუსლიმების წინააღმდეგ და სამხრეთ საფრანგეთში, 1167 წელს, თავისი ბიძაშვილის გარდაცვალების შემდეგ მას მემკვიდრეობით ერგო საჰერცოგო პროვანსი. 1172 წელს მან დაისაკუთრა საგრაფო რუსილიონი, ხოლო 1187 წელს მისი ვასალები გახდნენ ბეარნისა და ბიგორის გრაფები. არაბებთან ბრძოლისას მან აიღო კასპე. ხოლო 1170 წელს დააარსა ქალაქი ტერუელი. ალფონსომ მოიგერია მავრთა თავდასხმა ტერაგონას პროვინციაზე. 1179 წელს არაგონმა და კასტილიამ ხელშეკრულება დადეს, რომლითაც იყოფდნენ ესპანეთის ჯერ კიდევ დაუპყრობელ მიწებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.