პაუნი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პაუნი}} |
პაუნი (ინგლ. Pawnee people) — შუა დასავლეთ ამერიკაში მცხოვრები ადგილობრივი ტომი. პაუნის ხალხი კოლუმბამდელ ამერიკელებად ითვლებიან. ტომი ძირითადად დასახლებულია ნებრასკაში, მისურისა და კანზასში. პაუნის ტომის წარმომადგენლები საკუთარ თავს მოიხსენიებენ, როგორც „Parikataru“, რაც ადგილობრივ ენაზე რქოსანს ნიშნავს. ეს სახელწოდება მოდის მათთვის დამახასიათებელი ვარცხნილობიდან - გვერდებზე აპარსული და ცენტრში დატოვებული ოფოფისებრი თმა.
პაუნი | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
7 600 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ენები | პაუნი, ინგლისური |
რელიგიები | ანიმიზმი, ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ეკლესია, ქრისტიანობა |
დაკავშირებული ეთნიკური ჯგუფები | არიკარა, კედო, უიჩიტა |
ისტორიულად, პაუნის ხალხი აკონტროლებდა მისისიპი-მისურის ველებს და ისინი განთქმულნი იყვნენ ნადირობითა და აგრო-კულტურით. XVIII საუკუნის დასაწყისში პაუნის ტომის წარმომადგენელი დაახლოებით 10000 ადამიანი იყო. ამ დროს, ეს ტომი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილობრივ ამერიკულ ტომად, თუმცა 1866 წლისთვის ამ ტომმა უდიდესი დანაკარგი განიცადა ადგილობრივი მიწებისთვის ომებში სხვადასხვა ტომებთან. ამავდროულად ევროპელი კოლონიზატორების მიერ ჩამოტანილი დაავადებების გამო, მათი რიცხვი 940-მდე შემცირდა. 1874 წლისთვის პაუნის ტომის რიცხვი 2000-მდე გაიზარდა. მათ ესაჭიროებოდათ ახალი ტერიტორია, რომელიც ოკლაჰომა აღმოჩნდა. ტომის მრავალი წარმომადგენელი შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატების არმიას და მასთან ერთად იბრძოდა დამპყრობელი ტომების წინააღმდეგ.
მთავრობა
რედაქტირებადღესდღეობით რეგისტრირებულია 3200-მდე პაუნი, რომელთა უმრავლესობა ცხოვრობს ოკლაჰომაში. ტომის სათაო ოფისი არის ტომის სახელწოდების მქონე ქალაქ პაუნიში, ოკლაჰომაში. პაუნის ტომის იურისდიქციული არეალი მოიცავს ნობლის, პეინისა და პაუნის ოლქებს. ტომის კონსტიტუციას ადგენს პაუნის ხალხის მთავრობა. მთავრობა მოიცავს ნაშაროს საბჭოს, პაუნის ბიზნესის საბჭოსა და სასამართლოს. იმისათვის, რომ ადამიანი შევიდეს პაუნის ტომის შემადგენლობაში, საჭიროა პაუნის საბჭოს სიითი შემადგენლობის 1/3 -ის ხმა.
პაუნის ტომის სამეთვალყურეო საბჭო შედგება 8 ადამიანისგან, რომლებიც 4 წლის ვადით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ამ საბჭოს აქვს ყველა უფლება გადაამოწმოს თითოეული აქტი თუ კანონი, რომელსაც მიიღებს პაუნის ბიზნესისა და ნაშაროს საბჭოები.
პაუნის ბიზნესის საბჭოს აქვს ყველანაირი უფლება აკონტროლოს და უზრუნველყოს კანონისმიერი ფუნქციონირება, პაუნის ტომის დაქვემდებარებაში არსებული მცირე ბიზნესებისა. პაუნის ბიზნესის საბჭოს ხელმძღვანელი და პრეზიდენტი არის მარშალ რ. გოვერი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი - ბრიუს პრეტი.
ეკონომიკა
რედაქტირებააუნის ტომის ხელთარსებული ბიზნესები მოიცავს ორ გემბლინგ დაწესებულებას (კაზინოს), სამ მარკეტს, ორ ბენზინგასამართ სადგურსა და ოთხ სავალუტო ჯიხურს. მათი მზარდი ეკონომიკა 2010 წლისთვის შეადგენდა 10.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებას.
ტრადიციული კულტურა
რედაქტირებაპაუნის ხალხი იყოფოდა ორ დიდ ჯგუფად. სქიდები (Skidi) ჩრდილოეთით მცხოვრები და სამხრეთ ჯგუფად (South Bands), რომელიც თავის მხრივ, იყოფოდა რამდენიმე სოფლად. მაშინ, როცა სქიდები ითვლებოდნენ ყველაზე მრავალრიცხოვან პაუნელებად, ჩაუი (სამხრეთის ჯგუფი) იყო პოლიტიკურად ყველაზე მძლავრი. ამავდროულად თითოეული ჯგუფი ინარჩუნებდა ავტონომიას. ისევე, როგორც ნებისმიერი ადგილობრივი ამერიკული ტომების შემთხვევაში, პაუნის ტომის თითოეულ ჯგუფს საკუთარი თავისთვის ზრუნვა უწევდა. თუმცა იმის გამო, რომ სხვადასხვა ტომების დაჯგუფებები დროდადრო აწუხებდა პაუნის ტომის ჯგუფებს, მათ გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთს დახმარებოდნენს ომებში.
სამხრეთის ჯგუფები: Chaui, chiau, Tsawi, Kithehaki, PithahaureaT, Kawarakis. სქიდები: Turikaku, Tuhitspiat, Turawiu, Tsikirara, Tsikarikus.
სოფლები
რედაქტირებაპაუნის ტომის ხალხი ძირითადად სახლდებოდა მდინარის პირას, მდელოებზე. ისინი დგამდნენ მიწის შენობებს (Lodger), რომელთაც ოვალის ფორმა ჰქონდათ. უფრო ადრეულ სტადიაზე, კი ეს ნაგებობები მართკუთხედის ფორმის იყო. ისინი თავდაპირველად აკეთებდნენ ხის ჩარჩოს. მიწის დონიდან ოდნავ ამღლებულ ნაგებობებს დამცველობითი ფუნქციაც გააჩნდა. შენობას ჰქონდა დაბალი კარი აღმოსავლეთის მხარეს, რადგან მათ სწამდათ, რომ მზეს ოჯახში ხვავი და ბარაქა შემოჰქონდა. და გარედან ხის ჩარჩოებს შემორტყმული ჰქონდა მცენარეები (ბუჩქები, ბალახები). რა თქმა უნდა საყრდენი ყველა ნაგებობას სჭირდებოდა. არც პაუნის ტომის ხალხის საცხოვრებელი იყო გამონაკლისი. კონსტრუქცია მთლიანად ეყრდნობოდა ოთხ ბოძს. მიწის სახლს ჰქონდა საკვამური, რათა შუაცეცხლი დაენთოთ. კედლები ხშირ შემთხვევაში მორთული იყო ბიზონის ტყავით. ეს სილამაზისთვისაც იყო და თბოიზოლაციასაც უზრუნველყოფდა. ძირითადად სახლების კონსტრუქციაზე ქალები ზრუნავდნენ და მათი ზომა განისაზღვრებოდა ოჯახის წევრების რაოდენობაზე. რაც უფრო ბევრს უნდა ეცხოვრა ლოჯერებში, მით უფრო დიდი ზომის იყო ნაგებობები. ერთ ლოჯერში დაახლოებით 30-50 ადამიანის ადგილი იყო. მთლიანი სოფელი კი დაახლოებით 300-500 ადამიანისგან შედგებოდა. აქედან გამომდინარე ერთ სოფელში დაახლოებით 10-15 ნაგებობა იდგა ხოლმე.
ჩაცმულობა
რედაქტირებაქალების ერთ-ერთ მთავარ მოვალეობას წარმოადგენდა ტანსაცმლის კერვა. ტანსაცმლის უმრავლესობა იკერებოდა რბილი ირმის ტყავისგან. პაუნური ტანისამოსი გამოირჩეოდა ლამაზი დეკორაციებით, ნახატებით. ხშირად ისინი მორთული იყო ფრინველის ფრთებით. პაუნური ტანისამოსი, განურჩევლად ქალისა და მამაკაცისა მორთული იყო ორნამენტებით. მათთვის არც სამკაულები და საყურეები იყო უცხო. 1800 წლიდან პაუნელების გარდერობში შემოდის ევროპული ტანისამოსი, რომელსაც ისინი სხვადასხვა ნივთებში უცვლიდნენ კოლონიზატორებს.
ქალების ტანისამოსი შედგებოდა გრძელი კაბებით. ისინი ასევე იცვამდნენ წყალგამძლე მანტიებს. განსხვავდებოდა ყოველდღიური და საცერემონიო ჩაცმულობა. გამოსასვლელი ტანისამოსი გამოირჩეოდა ლამაზი დეკორაციებითა და ნახატებით. ხშირად მათ ტანისამოს ამშვენებდა ტომის საიდენტიფიკაციო ნიშნები. პაუნი ქალი ატარებდა გრძელ თმას. მამაკაცების ტანისამოსი შედგებოდა ირმის ტყავის მუნდირის, გრძელი გამაშებისა და მოსასხამისგან. მოსასხამები ძირითადად მორთული იყო გრძელი ბეწვი, რათა დაცულნი ყოფილიყვნენ მკაცრი ზამთრისგან. ტრადიციულად, პაუნ მამაკაცს ფეხზე მოკასინები ეცვა. ტომში მიღებული იყო არა მხოლოდ წვერის, არამედ წარბების გაპარსვაც. მამაკაცებში მიღებული იყო მაჩვზღარბას ვარცხნილობა. მამაკაცებს გვერდები აპარსული და შუაში გრძელი თმა ჰქონდათ დატოვებული. იმისათვის, რომ თმას სიმაგრე შეენარჩუნებინა, ისინი ისვამდნენ ცხოველების ცხიმს. პაუნი მამაკაცის თმაში ხშირად წავაწყდებოდით ფრინველთა ბუმბულებს .
ისტორიული ფაქტები ქრონოლოგიურად
რედაქტირება- 1250 — პაუნის ტომი გადმოდის ოჰაიო ველიდან პლეინსის რეგიონში
- 1541 — ესპანელი მოგზაური ფრანცისკო ვასკეს დე ცორონადო იყო პირველი თეთრკანიანი, რომელმაც კავშირი დაამყარა ტომთან.
- 1720 — ესპანელებმა გააგზავნეს სამხედრო ექსპედიცია, რომელიც განადგურდა პაუნის ტომის მიერ
- 1746 — ძლიერი დაპირისპირება კომანშისა და ოსაჟის ტომებს შორის
- 1770 — სამხრეთ პაუნის ტომი გადასახლდა ჩრდილოეთით, ჩრდილოელ პაუნებთან ახლოს. პაუნებმა განაგრძეს მათი საფირმო ცხოვრების სტილი-ცხოვრება პატარა სოფლებში, ლოჯერებში გაერთიანებული რამდენიმე ოჯახი და განაგრძეს მათი ძველი საქმიანობა-ნადირობა.
- 1790 — 3 წლიანი კონფლიქტის შემდეგ, კომანშემ დაიმორჩილა პაუნის ტომი.
- 1806 — 28 სექტემბერს შედგა დიდი საბჭო, რომელშიც მონაწილეობდნენ ზებულონ პაიკი და ჯეიმზ ვილკინსონი, აგრეთვე რამდენიმე მეთაური კანზასის, პაუნისა და ოსაჟის ხალხების.
- 1816 — მსხვერპლშეწირვის ტრადიცია გაუქმდა გენერალური საბჭოს მიერ
- 1818 — პაუნის ტომის ყველა ჯგუფმა დადო ხელშეკრულება აშშ-სთან ივნისის თვეში
- 1825 — ფორტ ატკინსონის ხელშეკრულება და ვაჭრობის რეგულაცია.
- 1834 — დრაკონის პირველი ექსპედიცია the Dodge-Leavenworth Expedition or Pawnee expedition)
- 1837-56 — ბლუფის საბჭოს ჩამოყალიბება
- 1837 — ყვავილის ეპიდემია უტევის პაუნის ტომის სოფლებს
- 1849 — ქოლერა და ყვავილი კვლავ უტევს პაუნის სოფლებს, რომელიც იწვევს ტომის სოფლების ხალხით დაცარიელებასა და სიკვდილიანობას.
- 1861-1865 — პაუნებმა დაიკავეს მოწინავე პოზიციები სკაუტებად შეერთებული შტატების არმიაში, სამოქალაქო ომის დროს. პაუნის სამხედრო ქვედანაყოფი ფუნქციონირებდა 1865-1885 წლებში.
- 1876 — ყველაზე დიდი სოფელი ლუპ ფორქის მიდამოებში განადგურდა, როდესაც პაუნის ტომი სხვადასხვა ლოკაციებზე მიმოიფანტა
რელიგია
რედაქტირებაისევე როგორც მრავალი სხვა მშობლიური ამერიკული ტომები, პაუნის ჰქონდა კოსმოლოგია ყველა ბუნების წარმომადგენლით.ის ეფუძნება ბევრ რიტუალს 4 კარდინალური მიმართულებით. მათ სჯეროდათ რომ დილის და საღამოს ვარსკვლავმა მისცა პირველ ქალს სიცოცხლე. პირველი პაუნელი კაცი იყო მთვარისა და მზის გაერთიანების შვილი.როგორც მათ სჯეროდათ , ისინი იყვნენ ვარსკვლავების შთამომავლები,კოსმოლოგიას ჰქონდა მთავარი როლი ყოველდღიურ და სულიერ ცხოვრებაში. მათ დარგეს სიმინდები ვარსკვლავების პოზიციის მიხედვით რომლებიც დაკავშირებული იყო დარგვის შესაბამის სეზონთან. ისევე როგორც მრავალი ტომის შემსრულებლები, მათ შესწირეს თავი სიმინდის და სხვა კულტურების ვარსკვლავს.
ღვთაებები და გაღმერთებული ცხოველები
რედაქტირებაპაუნელებს სწამდათ, რომ Atius Tirawa, რაც ნიშნავს, „მამა ზმოთაა“, იყო შემოქმედი. მათ სჯეროდათ, რომ შემოქმედის დამსახურებით, პაუნელმა ხალხმა დასაწყისიდანვე იცოდა სხეულის მოხატვა, ნადირობა, ცეცხლის დანთება, ლაპარაკი, ჩაცმა, რელიგიური რიტუალები, როგორიცაა თამბაქოს გამოყენება და მსხვერპლშეწირვა. შემოქმედი დაკავშირებული იყო ყველაზე ბუნებრივ მოვლენებთან, როგორიცაა ვალრსკვლავები, პლანეტები, წარი, წვიმა, შუქი და ა.შ. ტირავას (შემოქმედის) ცოლი იყო ატირა, დედამიწის ქალღმერთი. ატირა დაკავშირებული იყო მოსავალთან. მზისა და მთვარის ღვთაებები იყვნენ შაკურუ და პა ცალ-ცალკე. პაუნელები ამბობდნენ, ვარსკვლავების ძირითადი ნაწილი ღმერთებს წარმოადგენდნენ და მათ სამყაროს შექმნაში დიდი როლი ითამაშეს. იმ სამყაროს შემქმნაში, რომლის პირველი ადამიანი, პაუნელების რწმენით იყო გოგონა. ეს გოგონა, დილისა და საღამოს ვარსკვლავების ერთმანეთთან შეხვედრით მოვლენია სამყაროს. ტირავამ განსაკუთრებული შესაძლებლობბი უბოძა ცხოველს nahurac-ს. ეს განსაკუთრებული ცხოველი უნდა ყოფილიყო ტირავას პირადი მოახლე და რაც მთავარია უნდა ეშუამდგომლა შემოქმედსა და ხალხს შორის. ნაჰურას ჰქონა ხუთი მიწისქვეშა სადარაჯო ადგილი. მათ შორის მთავარი იყო პაჰუკი, რომელიც ითარგმნება, როგორც შემაღლებული კუნძული, დღესდღეობით ამ ადგილს ნებრასკა ჰქვია. მეორე ასეთი სადარაჯო დღევანდელი ნებრასკის ცენტრალურ ნაწილში იყო განთავსებული. Lalawakohtito, იგივე ბნრელი კუნძული. Ahkawitakol, იგივე თეთრი საცავი Kitzawitzuk - წყალქვეშა საცავი. დღევანდელი კანზასის ტერიტორია მეხუთე სადარაჯო ადგილი, პაუნელებისთვის ცნობილიყო როგორც პაური, ანუ „ბორცვი, რომელიც გიჩვენებს გზას“.
ციურ სხეულებზე დაკვირვება
რედაქტირებაპაუნელებს ჰქონდათ სეზონური რიტუალებიც, რომლებიც დაკავშირებული იყო ვარსკვლავებთან და პლანეტებთან. ზემოთხსენებულ სადარაჯო ადგილებთან ერთად მათ ააშენეს ობსერვატორიები და შექმნეს სამყაროს პატარა მოდელი. ეს სადარაჯო თავისთავად აღნიშნავდა სამყაროს უფრო მცირე და უფრო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება ჩვეულებრივი საცხოვრებელ სახლს, პაუნელებს მიაჩნდათ, რომ აუცილებლად უნდა ჰქონოდა ოთხი ძირითადი მიმართულება, რაც აღნიშნავდა ოთხ მიმართულებას. პაუნას ობსერვატორული ლოჟები ასევე გამოიყენებოდა ცის აღმოსავლეთ ნაწილის დაკვირვებისთვის. ამ ერთგვარი სადგომიდან დაკვირვება შესაძლებელი იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე ისეთი მიმართულებით, რომ საგაზაფხულო ბუინობისას მზის პირველი სხივი მოხვედრილიყო მის სარკმელზე. ობსერვატორიის საკვამური და კარი სპეციალურად იყო განლაგებული ერთ ხაზზე ისე, რომ ხელი არ შეეშალა დამკვირვებლისთვის, შესაძლებელი ყოფილიყო პლეადების დანახვა. მეოცე საუკუნის დასაწყისში პაუნელებს სწამდათ, რომ სამყაროს მართავდნენ ვარსკვლავები. ძალა, რომელსაც ვარსკვლავები ფლობდნენ, აჯგუფებდნენ მათ ოჯახებად და სოფლებად, ასწავლიდნენ როგორ ეცხოვრათ და როგორ ჩაეტარებინათ რიტუალები. აკლდამები, რომლებიც განლაგებული იყო პაუნას ოთხ ძირითად სოფელში, გადმოცემული იყო ოთხი ძირითადი ვარსკვლავის მიერ და წარმოადგენდნენ იმ ოთხ ძირითად ვარსკვლავს, რომლებიც მართავდნენ ხალხს. რიტუალები ძირითადად ტარდებოდა მნიშვნელოვანი მოვლენების წინ,როგორიც არის ნახევარწლიანი ნადირობის დაწყება ბიზონზე, გაზაფხულზე მარცვლეულის თესვის და შემოდგომაზე მოსავლის მიღების წინ. პაუნური კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი იყო „გაზაფხულის გაღვიძების“ რიტუალი. ისინი თვლიდნენ, რომ ამ დროს დედამიწა იღვიძებს და მას სჭირდება მომზადება თესვისთვის. ამ ყველაფერს კი უკავშირებდნენ ციურ სხეულებს და რიტუალს ატარებდნენ მას შემდეგ, რაც დამკვირვებელი პირველად განაცხადებდა, რომ „ორი პატარა მოციმციმე ვარსკვლავი, რომლებსაც მოცურავე იხვების სახელით ვიცნობთ, გამოჩნდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჰორიზონტზე ირმის ნახტომის თანავარსკვლავედთან ახლოს“.
დილის ვარსკვლავის რიტუალი
რედაქტირებადილის ვარსკვლავის რიტუალი იყო ადამიანის მიერ მსხვერპლშეწირვა, რომელსაც ატარებდნენ ის პაუნელები, რომლებიც შედიოდნენ ?სკიდის? რიცხვში (Skidi band of the Pawnee). მსხვერპლად, როგორც წესი, წირავდნენ ახალგაზრდა გოგონას. ეს ყველაფერი უკავშირდებოდა პაუნის შექმნის ისტორიას, რომლის თანახმადაც, მამრმა დილის ვარსკვლავიმა და მდედრმა საღამოს ვარსკვლავიმა შექმნეს პირველი ადამიანი, რომელიც იყო გოგო. ეს ტრადიცია პაუნაში ტარდებოდა რეგულარულად 1810 წლამდე. 1818 წელს აღნიშნულის შესახებ დაიბეჭდა მისურის გაზეთში. ამერიკელი ინდიელების გავლენით ბელადები იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ მსგავსი რიტუალების ჩატარება. აღნიშნული ტრადიცია უფრო ფართოდ გახდა ცნობილი ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში, მას შემდეგ, რაც 1820 წელს ახალგაზრდა პაუნელმა მეომარმა თავი გაწირა იმისთვის, რომ ახალგაზრდა გოგონა დაეხსნა ამ რიტუალისგან. ბოლო მსხვერპლშეწირვა, რომელიც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, მოხდა 1838 წლის 22 აპრილს, როდესაც 14 წლის გოგონა „მომლოცველებმა“ მსხვერპლად შეწირეს.
ამის შემდეგ დილის ვარსკვლავის რიტუალი ტარდებოდა არა როგორც ადამიანის მსხვერპლშეწირვა, არამედ სიმბოლურად. ჩვეულებრივი მსხვერპლშეწირვის რიტუალი ტარდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა სოფლის მცხოვრები რომელიმე მამაკაცი სიზმარში ნახავდა, თითქოს მასთან მივიდა დილის ვარსკვლავი და მოსთხოვა საფუძვლიანი, ნამდვილი რიტუალის ჩატარება. მას უნდა ეთათბირა იმ პირთან, რომელიც იყო „დილის ვარსკვლავის კონის მცველი“ და იღებდა მისგან საბრძოლო აღჭურვილობას. მცველი მოიძიებდა მოხალისეებს, მათთან ერთად თავს დაესხმებოდა სოფელს, რომელსაც მტრად მიიჩნევდა და აარჩევდა შესაფერისი ასაკის გოგნას, რომელსაც შემდეგ მსხვერპლად შესწირავდნენ.
შერჩეული გოგონა უნდა მიეგვარათ დილის ვარსკვლავის ბელადისთვის. გოგონას აუცილებლად ყველა პატივისცემით უნდა მოქცეოდა, თუმცა ის ზოლირებული უნდა ყოფილიყო სხვა ადამიანებისგან. გაზაფხულზე, როდესაც რიტუალის ჩატარების დრო მოვიდოდა, უტარებდნენ განწმენდის რიტუალს, რომელიც იყო ხუთდღიანი. დილის ვარსკვლავის ?სასულიერო პირი? (The Morning Star priest) იმღერებდა სიმღერებს და გოგონა სიმბოლურად ადამიანიდან გადაიქცეოდა ღვთაებად. აქ უკვე გოგონა ხდებოდა საღამოს ვარსკვლავის გამოხატულება. რიტუალის ბოლო დღეს სოფლის ყველა მამაკაცს, ასაკის მიუხედავად, მიჰყავდა ეს გოგონა სოფლის გარეთ აღმართულ ეშაფოთზე, რომელიც წარმოადგენდა საღამოს ვარსკვლავის ბაღს დასავლეთით, თვითონ ეს ბაღი კი ითვლებოდა ცხოველებისა და მცენარეების სიცოცხლის წყაროდ. რიტუალის ჩამტარებელი სასულიერო პირები გახდიდნენ გოგონას ტანსაცმელს და იგი რჩებოდა მარტო ეშაფოთზე იმ მომენტისათვის, როდესაც ამოვიდოდადილის ვარსკვლავი (მარსი). ორი მამაკაცი, რომლებიც აღმოსავლეთიდან გაემართებოდნენ მისკენ, ანთებული, გახურებული შანთებით უნდა შეხებოდნენ იდაყვის წინა ნაწილსა და საზარდულზე. ოთხი სხვა მამაკაცი უნდა შეხებოდა საომარი კვერთხით. ამის შემდეგ, მამაკაცი, რომელმაც ლაშქრობისას დაიჭირა, გამოიქცეოდა მისი მიმართულებით და ესროდა შუბს, მას შემდეგ რაც გაიგონებდა, რომ მეორე მამაკაცმა დილის ვარსკვლავის მიერ ნაბოძებ საომარ კვერთხს თავში ჩაარტყამდა. სასულიერო პირი დანით გაჭრიდა გოგონას მკერდს, ამასობაში მისი ტყვედ ამყვანი აგროვებდა მის სისხლს. საბოლოოდ, ყველა მამაკაცი ესროდა თითო ისარს მკვდარი გოგონას სხეულს. ისინი ოთხჯერ შემოუვლიდნენ ეშაფოთს და გაიფანტებოდნენ.
მამაკაცების მიერ მიცვალებულისთვის ისრის სროლა იყო სიმბოლო, დილის ვარსკვლავისა და ამ გოგონას ერთგვარი ქორწინების. გოგონას მოგროვილი სისხლი იღვრებოდა ეშაფოთის ქვემოთ, მიწაზე, რომელიც მიიჩნეოდა საღამოს ვარსკვლავის ტერიტორიად. ამის შემდეგ, პაუნელები იღებდნენ გოგონას სხეულს და სახით ქვემოთ დაასვენებდნენ ველზე, სადაც მისი სისხლი ერეოდა მიწას და მათი წარმოდგენით, ანაყოფიერებდა მას. პაუნელები მიიჩნევდნენ, რომ ამ რიტუალის ჩატარების შედეგად საღამოს ვარსკვლავის სული თავისუფლდებოდა, რასაც მოჰქონდა მათთვის მოსავალი.
პოლიტიკური სტრუქტურა
რედაქტირებაპაუნის არის ხალხი რომელთაც მემკვიდრეობა გადაეცემათ დედით , ბავშვები ითვლებიან დედის კლანში დაბადებულად და არიან მისი ხალხის ნაწილი.ტრადიციულად, ახალგზარდა წყვილი გადადის პატარძლის მშობლების სახლში. ადამიანები მუშაობენ ერთად ერთობლივად , აღნიშნულია დამოუკიდებლობით და თანამშრომლობით იძულების გარეშე. ქალებიც და კაცებიც აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკაში , დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობით.
სახლის ფარგლებში, თითოეულ ჩრდილოეთ–სამხრეთ მონაკვეთს ჰქონდა ადგილები მონიშნული 3 კლასის ქალების საქმიანობის :
- მომწიფებული ქალები ( გათხოვილები და დედები ) რომელთაც უკვე გააკეთეს თავისი საქმის დიდი ნაწილი
- ახალგაზრდა მარტოხელა ქალები , რომლებიც უბრალოდ სწავლობენ თავიანთ მოვალეობებს და
- მოხუცი ქალები , რომლებიც უვლიან თავიანთ ახალგაზრდა ბავშვებს.
პოლიტიკური დანიშვნები კაცისთვის იყო : მეომართა ხროვა და სანადირო ხროვა. ქალები იყვნენ პასუხისმგებელნი რესურსების განაწილების , ვაჭრობისა და შიდა მოლაპარაკებების გადაწყვეტილებებზე. კაცები იყვნენ პასუხისმეგებლნი იმ გადაწყვეტილებებზე რაც ეხებოდა ნადირობას , ომსა და სულიერ/ჯანმრთელობის საკითხებს .
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებაპაუნელი ქალი იყო გამოცდილი მზარეული , და ამუშავებდნენ ათი სახეობის სიმინდს შვიდი სახეობის ყაბაყსა და გოგრას და რვა სახეობის ლობიოს. მათ დარგეს ნერგები ნაყოფიერი მდინარის ბოტომლანდის გაყოლებაზე. ეს ნერგები გვთავაზობდნენ საკვები ნითიერებიბს მრავალფეროვნებას და ავსებდნენ ერთმანეთს ცილების მიღებაში. წმინდა სიმინდი იყო კულტივირებული და მომკული რომ ჩაენაცვლებინათ სიმინდი წმინდა კონებში რომლებიც მომზადებული იყო ზაფხულისა და ზამთრისთვის.თესლებს იღებდნენ წმინდა კონებიდან გაზაფხულის რიტუალისთვის.
მათი კოსმოლოგიის შესაბამისად , პაუნები ყოფდნენ სიმინდს ფერის მიხედვით: შავი , თეთრი , წითელი და ყვითელი. მიუხედავად დიდი მნიშვენლობისა აგრიკულტურაში , ლობიოსა და ყაბაყს არ ჰქონდათ ასეთი თეოლოგიური მნიშვნელობა როგორიც სიმინდს.
ნადირობა
რედაქტირებამას შემდეგ რაც მიიღეს ცხენები , მათი კამეჩზე ნადირობა გაფართოვდა. ისინი მოგზაურობდნენ 500 მილს (800 კილომეტრს) ან მეტს სეზონზე.ზაფხულში მარშ იწყებოდა განთიადისას ან მანამდე , მაგრამ როგორც წესი , არ გრძელდებოდა მთელ დღეს. როგორც კი ნახავდნენ კამეჩს , ნადირობა მაშინვე არ იწყებოდა სანამ მედიცინის კაცები არ მიიჩნევდნენ საჭირო დროს. კაცები მიდიოდნენ კამეჩისკენ მაგრამ არც ერთს არ შეეძლო მისი მოკვლა სანამ არ მისცემდნენ სიგნალს. ნებისმიერს ვინც გაწყვეტდა რიგს სცემდნენ. მათ შეეძლოთ მწყობრიდან გამოეყვანათ კამეჩი 1 ისრით ნეკნებში.ცხოველი მალევე წვება ძირს და იცლება სისხლისგან. წარმატებული ნადირობის შემდეგ ქალები ამუშავებდნენ ხორცს , კანს და ძველბს სხვადასხვა მიზნებისთვის.
ისტორია
რედაქტირებაფრანცისკო ვასკეს დე კოლორადო ესტუმრა მეზობელ ვიჩიტას 1541 წელს სადაც შეხვდა Pawnee-ს მეთაურს ჰარაჰეიდან ნებრასკაში. არაფერი არის ცნობილი პაუნის შესახებ 17-18 საუკუნეებამდე როდესაც წარმატებული თავდამსხმელი ესპანეთის, საფრანგეთის და ინგლისის ახალმოსახლეები ცდილობდნენ რომ გაეზარდათ თავიანთი მფლობელობა. ტომები ცდილობდნენ შეეკრათ ალიანსები რაც მათ აწყობდათ. სხვადასხვა Pawnee-ს ტომებს შეეძლოთ მოლაპარაკება დაეწყოთ შეურიგებელ ევროპელ ძალებთან ხელის შეშლის გარეშე. Pawnee იყვნენ მრავალფეროვანი მფლობელები.
ტრადიციულად, მკვიდრმა ამერიკელებმა და პირველმა ეროვნულმა ტომებმა მიყიდეს ტყვეები ომიდან როგორც მონები სხვა ტომებს და ევროპელ მოვაჭრეებს. ფრანგულ კანადაში, ინდოელი მონებს ეძახდნენ “პანის”, რადგან ითვლებოდნენ პირველ ტყვეებად Pawnee-დ ტომებიდან. Pawnee გახდა სინონიმი “ინდოელი მონების” რომელსაც იყენებდნენ კანადაში და მონებს ნებისმიერი ტომიდან ეძახდნენ “პანის”. 1670-ების დასაწყისში გაიმართა ისტორილი განხილვა “პანისთან” დაკავშირებით მონრეალში. 1757 წლისთვის, ლუის ანტონიდე დე ბოუნგაინვილი მიიჩნევდა, რომ პანისი “თამაშობს იგივე როლს ამერიკაში როგორც ევროპასჰი სადაც ნიგერები არიან.” ისტორიკოსი მარეცლ ტრუდელმა დაამოწმა, რომ 2000მდე პანის მონები ცხოვრობდნენ კანადაში სანამ გაქმდა მონობა 1833 წელს.
18-ე საუკუნეში , Pawnee გაერთიენდა ფრანგებთან, იმათან ვისთანაც ისინი ვაჭრობდნენ. მათ ითამაშეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეეცირებინათ ესპანელების გაზრდა “Great Plain”-ზე 17720 წელს.
Pawnee-ს ტომების დელეგაცია ესტუმრა პრეზიდენტ ტომას ჯეფერსონს. 1806 წელს ლეიტენანტი ზებულონ პაიკი, გ.ც. სიბლეი, ს.ჰ.ლონგი, დაიწყეს ნახვა Pawnee-ს სოფლებისა. სიოუანის ტომების და ევროპელ-ამეიკელი მკვიდრების ზეგავლენით , Pawnee-ს დათმო ტერიტორია 1818, 1825, 1833, 1848,1857 და 1982 წლებში. 1857 წელს, ისინი დასახლდნენ ლოუპის მდინარესთან, ნებრასკა, სადაც აგრზელებდნენ თავის ცხოვრების სტილს.
1830 წლამდე, Pawnee, რომელიც გახდა ამერიკის ტერიტორია, იყვნენ იზოლირებული ევროპელებთან. მე-19 საუკუნეში, როდესაც სიოუანის ჯგუფმა მოაღწია აგმოსავლეთში, გაავრცელეს დაავადებები ეპიდემიური ყვავილმა და ქოლერამ გამოიწვია სიკვდილიანობა . 12000 ადამიანისგან 1830 წელს შემცირდა 3,400 1859 წლისთვის.
1874 წელს, Pawnee უნდა გადასახლებულიკო სხვა ინდურ რეტიტორიებზე, გელდებოდა დაავადებების გაზდა და მცირდებოდა მოსახლეობა უფრო და უფრო. ამ დროისთვის, განდევნილები მალულად სჰემოკონდათ ვისკი Pawnee-ში. ამის გამო თინეიჯერი გოგონები გაასამრთლეს დანაშაულისთვის და დააპატიმრეს. 1875 წელს მოსახლეობის უმეტესობა გადასახლდა ინდურ ტერიდორიებზე, დიდი ადგილები იყო დარეზერვებული რომ მიეგოტ ტომები ყველა მხრიდა. მემრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რათა არ დაეკარგათ თავისუფება და კულტურა. ნოემბრის 23-ში, 1892 წელს, Pawnee-მ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას რომ მიეღოთ ინდივიდუალური მიწის ნაკვეთები.
1900 წლისთვის, Pawnee-ს მოსახლეობა ჩაწერილი იყო “US Cansus”-ში როგორც 633.
უახლესი ისტორია 1906 წელს სახელმწიფოებრიობის მზადებაში ოკლაჰომაში , აშშ–ს მთავრობამ დაშალა პაუნის ტომის მთავრბის და სამოქალაქო ინსტიტუტი. ტომის რეორგანიზაცია მოხდა 1936 წელს და დაარსდა პაუნის ბიზნეს საბჭო , ტომის კონსტიტუცია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და წესდება. გადასახადებმა, როგორიცაა 1975 წლის ინდური თვითგამორკვევის და განათლების დახმარების აქტი უფლება მისცა პაუნელ ერს რომ დაებრუნებინათ თავიანთი თვითმმართველობის რაღაც ნაწილი. პაუნელი ხალხი აგრძელებდა კულტურულ ტრადიციებს , შეხვედრას წელიწადში ორჯერ ტომობრივი შეკრებისათვის ნათესავებთან. მათ აქვთ წლიური ოთხდღიანი სახლში მოსვსლის წესი პაუნელი ვეტერანებისთვის ივლისში. ბევრი პაუნელი უბრუნდება თავიანთ მშობლიურ მიწას რომ მოინახულონ ნათესავები და მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ კრებებში.
გამოყენებული ლიტერატურა
რედაქტირება- Reid, G. F., & Beierle, J. (1998). Culture Summary: Pawnee. New Haven, Conn.: HRAF. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nq18-000