პატრისია ესპინოსა
პატრისია ესპინოსა კანტელიანო (დ. 21 ოქტომბერი, 1958; ესპ. Patricia Espinosa Cantellano) ― მექსიკელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის ამჟამინდელი აღმასრულებელი მდივანი. იყო მექსიკის ელჩი ავსტრიაში, გერმანიაში, სლოვენიასა და სლოვაკეთში და მსახურობდა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2006-2010 წლებში.[1]
პატრისია ესპინოსა | |
პატრისია ესპინოსა, 2021 | |
გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის აღმასრულებელი მდივანი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 18 ივლისი, 2016 |
წინამორბედი | ქრისტიანა ფიგერესი |
მექსიკის ელჩი გერმანიაში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 სექტემბერი, 2013 – 18 ივლისი, 2019 | |
მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 დეკემბერი, 2006 – 1 დეკემბერი, 2012 | |
პრეზიდენტი | ფელიპე კალდერონი |
წინამორბედი | ლუის ერნესტო დერბესი |
მემკვიდრე | ხოსე ანტონიო მეადე |
დაბადებული | 21 ოქტომბერი, 1958 მეხიკო, მექსიკა |
მოქალაქეობა | მექსიკა |
ეროვნება | მექსიკა |
პოლიტიკური პარტია | მექსიკის ეროვნული მოქმედების პარტია |
განათლება | მექსიკის კოლეჯი საერთაშორისო კვლევების სამაგისტრო ინსტიტუტი |
პროფესია | აქტუარი |
საიტი | sre.gob.mx |
დაამთავრა მექსიკის კოლეჯის (ესპ. El Colegio de México) საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა ჟენევის საერთაშორისო და განვითარების კვლევების სამაგისტრო ინსტიტუტი. დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს.[2]
კარიერა
რედაქტირებაესპინოსა საგარეო სამსახურს 1981 წლის 16 სექტემბერს შეუერთდა. ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მექსიკის დელეგაციაში მსახურობდა. 1992-1997 წლებში ნიუ-იორკში გაეროს მექსიკის დელეგაციაში და იბერიულ-ამერიკული სამიტისა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სამიტის გენერალურ დირექტორად მუშაობდა.[2]
2000 წელს ელჩად დააწინაურეს და 2001 წლის იანვრიდან 2002 წლის ივნისამდე გერმანიაში მექსიკის საელჩოში მსახურობდა. 2002 წლის ივნისიდან 2006 წლის ნოემბრამდე ავსტრიაში მექსიკის ელჩის თანამდებობა ეკავა და ვენაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში მსახურობდა.[2]
2006 წლის 28 ნოემბერს პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა განაცხადა, რომ ესპინოსა 2006 წლის 1-ელი დეკემბრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგებოდა. ესპინოსას პრიორიტეტებს შორის იყო აშშ-მექსიკის აგენდის (განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმიგრაციასა და უსაფრთხოების საკითხებს) დივერსიფიკაცია და კუბასთან და ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.[3]
2016 წლის მაისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა, გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის აღმასრულებელ მდივნად დანიშნა.[4]
არის International Gender Champions-ის წევრი.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Secretariat of Foreign Affairs დაარქივებული 2008-12-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Este fue el gabinete de Felipe Calderón es. Capital México (Feb 6, 2018). ციტირების თარიღი: September 17, 2020
- ↑ 2.0 2.1 2.2 „Profile of Patricia Espinosa“ (Spanish). Felipe Calderon's Official Website. 2006-11-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-08. ციტირების თარიღი: 2006-11-29.
- ↑ „"Se hará política exterior de Estado": Patricia Espinosa“ (Spanish). El Universal (Mexico). 2006-11-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-12. ციტირების თარიღი: 2006-11-29.
- ↑ Ban announces intention to appoint seasoned Mexican diplomat to head UN climate framework (2016-05-03). ციტირების თარიღი: May 6, 2016.
- ↑ Members International Gender Champions (IGC).