პატარა ჩაილურის მარანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
პატარა ჩაილურის მარანი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში, აგებულია XlX საუკუნეში. ეკუთვნოდა მუჩიაშვილებს. ძლიერაა დაზიანევული. შემორჩენილია კედლების უმნიშვნელო ფრაგმენტები. შენობა ნაგები იყო რიყის ქვითა და კირის ხსნარით. კირით შელესილი საწნახელი მარნის აღმოსავლეთ ნაწილში ყოფილა მოწყობილი. აღმოსავლეთ კედელში ერთი ოთხკუთხა სარკმელი ყოფილა გაჭრილი. იატაკი მიწისაა. მასში შეიმჩნევა ერთი ქვევრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 176.