პატარა შირაქის ველის მეორე ნამოსახლარები
ოზაანის მეორე ნამოსახლარები — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ველის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ მონაკვეთში, სერზე. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო - I ათასწლეულის დასაწყისით. აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კოტე ფიცხელაური). პირველი ნამოსახლარი აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში (სიგრძე 200მ, სიგანე - 20მ) ჩაკვეთილია, ჩრდილოეთ მხრიდან შემოსდევს მიწაყრილიანი ტერასა (სიგანე 20-25 მ). ნამოსახლარს, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღუდის გარე დასახლებაც ჰქონია. მეორე ნამოსახლარი სერის თავმოვაკებულ ბორცვზეა განლაგებული, დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთი მიმართულებით (სიგრძე 170 მ, სიგანე - 60 მ) და ამ ადგილზე თხრილითაა გადაკვეთილი. ჩრდილოეთ მხრიდან გარშემოუყვება სათავდაცვო ზღუდე (სიმაღლე ზოგან 3-4 მეტრია).
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 312.