პატარა გლდანის ტბა

ტბა საქართველოში, თბილისში

პატარა გლდანის ტბა[1] — გაუდინარი ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, დიდი გლდანის ტბიდან დასავლეთით, ზღვის დონიდან 530 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ², აუზის ფართობი 0,31 კმ². სიგრძე 300 მ, სიგანე 170 მ. მაღალი დონეა გაზაფხულზე, დაბალი — ზაფხულში. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. წყალი მლაშეა.[2]

პატარა გლდანის ტბა
კოორდინატები: 41°48′37″ ჩ. გ. 44°49′39″ ა. გ. / 41.81028° ჩ. გ. 44.82750° ა. გ. / 41.81028; 44.82750
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თბილისი
სიმაღლე ზღვის დონიდან 530 
სიგრძე 0,3 კმ
სიგანე 0,17 კმ
ფართობი 0,05 კმ²
აუზის ფართობი 0,31 კმ²
პატარა გლდანის ტბა — საქართველო
პატარა გლდანის ტბა
პატარა გლდანის ტბა — თბილისი
პატარა გლდანის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში
  1. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი[მკვდარი ბმული]
  2. ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 389, წელი 2002