დიდი გლდანის ტბა

ტბა საქართველოში, თბილისში

დიდი გლდანის ტბა[1] (აგრეთვე ცნობილი როგორც დიდი ტბა ან თეთრი ტბა) — ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, სოფელ გლდანის მახლობლად. მდებარეობს ზღვის დონიდან 546 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,2 კმ², აუზის ფართობი 0,77 კმ². ტბის სიგრძეა დაახლოებით 900 მ, ხოლო სიგანე — 300 მ.[2] ტბის წარმოშობა ტექტონიკურია. დიდი გლდანის ტბა ძირითადად წვიმისა და თოვლის წყლებით და აგრეთვე მწარე მარილოვანი წყაროებით საზრდოობს, რის გამოც იგი დამლაშებულია და თითქმის მოკლებულია იქთიოფაუნას.[3] მაღალი დონეა გაზაფხულზე, დაბალი — ზაფხულში. ტბა გაუდინარია. ტბა სიბერის სტადიაშია; მისი ფართობი მცირდება და სანაპიროები მლაშობის ბალახი მცენარეულობით არის დაფარული.

დიდი გლდანის ტბა
კოორდინატები: 41°48′50″ ჩ. გ. 44°50′12″ ა. გ. / 41.81389° ჩ. გ. 44.83667° ა. გ. / 41.81389; 44.83667
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თბილისი
სიმაღლე ზღვის დონიდან 546 
სიგრძე 0,9 კმ
სიგანე 0,3 კმ
ფართობი 0,2 კმ²
აუზის ფართობი 0,77 კმ²
დიდი გლდანის ტბა — საქართველო
დიდი გლდანის ტბა
დიდი გლდანის ტბა — თბილისი
დიდი გლდანის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კ. ხარაძე, „გლდანი — ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი“, თბ., 1997
  1. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
  2. ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 389, წელი 2002
  3. „თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020“ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი), გვ. 27