პატარა ბებესირი
ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
პატარა ბებესირი — ტბა საქართველოში, გალის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ოქუმის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 14,4 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,09 კმ², აუზის ფართობი 1,02 კმ², საშუალო სიღრმე 1,1 მ, მაქსიმალური სიღრმე 1,8 მ.[2] წარმოიშვა სანაპირო დიუნებით მდინარეების შეგუბების შედეგად. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეულობით. მდიდარია თევზით.[3]
პატარა ბებესირი | |
---|---|
კოორდინატები: 42°39′35″ ჩ. გ. 41°36′45″ ა. გ. / 42.659861° ჩ. გ. 41.612556° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გალის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 14,4 მ |
ფართობი | 0,09 კმ² |
საშუალო სიღრმე | 1,1 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 1,8 მ |
აუზის ფართობი | 1,02 კმ² |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 134.
- ↑ Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
- ↑ აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 385.